თბილისის მერი დავით ნარმანია ლუბლიანის ვიცე-მერს შეხვდა
პოლიტიკა - 19:15, 16 Oct, 2015     779
თბილისის მერი დავით ნარმანია, ლუბლიანის ვიცე-მერს, დეიან კრნეკს შეხვდა. სტუმრები ლუბლიანიდან დავით ნარმანიას მოწვევით იმყოფებიან. ისინი „თბილისობის“ დღესასწაულს დაესწრებიან და დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისის მერთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. იმსჯელეს ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის ურთიერთობაზე, ასევე ტრანსპორტის განვითარებასა და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ლუბლიანაში ჩემი ვიზიტის დროს, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ელექტრო მუნიციპალური ტრანსპორტი აღმოჩნდა, ისევე როგორც ენერგო ეფექტური შენობები და თანამედროვე მზის ბატარეები, რომლებიც გამოიყენება შენობების გასათბობად. სწორედ ამ პროექტებზე გავამახვილეთ ყურადღება. ისინი მოგვაწვდიან მეტ ინფორმაციას თავიანთი გამოცდილების შესახებ, რაზეც ჩვენი საელჩოც აქტიურადაა ჩართული. საელჩოს მეშვეობით გვექნება მეტი დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ თემებზე და შესაბამისად, ჩვენი სტრატეგიის დოკუმენტების მომზადებისა და კონკრეტული პროექტების განხორციელების პროცესში გამოვიყენებთ მათ“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

„ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მიმოვიხილეთ თბილისში არსებულ ახალ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან დაკავშირებული თემები, ვისაუბრეთ სპორტულ ინფრასტრუქტურაზეც. განვიხილეთ ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ ქალაქში ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები გვაქვს. სწორედ აღნიშნულ საკითხზე უკვე შევხვდით საქართველოს ელჩს და ელექტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ“,- განაცხადა ლუბლიანის ვიცე-მერმა დეიან კრნეკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42