„რ2“ -ში გაფითრებული კაცი შემოვიდა, ვიფიქრეთ, რომ მძღოლი იყო - ნადირაშვილი ქიბარ ხალვაშზე
პოლიტიკა - 17:24, 16 Oct, 2015     3742
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“ არცერთ მთავრობას არ შეუქმნია, ის ხალხის შემქნილია და ეს ის ტელევიზია იქნება, რომელიც 2003 წლის მსგავსად გააშუქებს ამ უნიათო ხელისუფლების სახლში წასვლას.

„დღეს, როდესაც ამ დარბაზში თავისუფალი მედიის შესახებ რეზოლუციაზე ვმსჯელობთ, თქვენ სტუდენტებსა და ტელეკომპანია ტაბულას დირექტოს იჭერთ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პოსტერებს აკრავდნენ გაზპრომის წინააღმდეგ. ზუსტად 10 წლის წინ, „რუსთავი 2“ ის საინფორმაციოში გაფითრებული კაცი შემოვიდა და იკითხა - ის რაც ახლა ეთერში გადის, საიდან გადისო, ამ დროს ეთერში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქცია გადიოდა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს კაცი იყო მძღოლი, რომელმაც კასეტა მოიტანა და საეთეროში გავუშვით. ეს აღმოჩნდა ქიბარ ხალვაში. რომლემაც კაბელის ძებნა დაიწყო, რომ ეთერი გამოერთო. მაშინ კომპანიის დირექტორი სამარცხვინოდ გამოაგდეს. ხალვაში ახლაც ამ კაბელს ეძებს, რომ„რუსთავი 2“ გათიშოს. ის ტელეკომპანიის 21 წლიან ისტორიაში სამარცხვინო ლაქაა. „რუსთავი 2“ მხოლოდ ნიკა გვარამია არაა, აქ მუშაობენ პროფესიონალები, ათობით შემიძლია ჩამოვთვალო. ეს გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ზუსტად 9 საათზე თქვენ ხალხის ხმა გაიგონოთ. ეს ადამიანები 2008 წელს ტყვიების წვიმაში მუშაობდნენ. კურიერის ჟურნალსიტები 13 ივნისის ღამეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ. და ხალხმა როცა ვერც მერი და ვერც პრემიერი ვერსად იპოვა, „რუსთავი 2“ იყო მათი ერთადერთი სინათლე. როცა „რუსთავი 2“ ზე საუბრობთ, აი ამ ხალხს ესაუბრეთ და არა ნიკა გვარამიას. „რუსთავი 2“ ის ისტორია გვასწავლის, რომ ტელევიზიის შევიწროება, გათიშვა, ხალხის ხმას ვერ ახშობს. 2003 წელს რუსთავი აშუქებდა თუ როგორ აცილებდა ხალხი მომპალ ხელისუფლებას, და მე დარწმუნებული ვარ, ახლანდელი „რუსთავი 2“გააშუქებს როგორ წაბრძანდებით თქვენ, უნიათოები.“ რუსთავი 2“ ხელიუსუფლებას არ შეუქმნია, ის ქართულმა საზოგადოებამ შემქნა და აქცია პროგრესის დასავლურიღირებულებების სიმბოლოდ. რუსთავი2-ს რკინის კაციც მოუნელებია და საყდრისი ოქროსგან გამომდნარ კაცსაც მოინელებს“ - განაცხადა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42