„ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს დაამკვიდროს სტანდარტი რომ ხელისუფლების ოპონენტთა სიტყვის თავისუფლება, მათ შორის სამშენებლო ღობეებზე პლაკატების გაკვრა იყოს დასჯადი. მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებული ჯგუფების ძალიან აგრესიული თუ ნეიტრალური შინაარსის პლაკატები მთელ ქალაქშია და პატრულს ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს არის დემონსტრირება იმის, რომ შინაარსის მიხედვით ხდება მთავრობის დავალებით პოლიციის მოქმედება“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით მოხდა, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატებს აკრავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






