მედიაზე შეტევა პრორუსულობის დასამალად - "ენმ" ხელისუფლებას "რ2"-ის შეზღუდვაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 15:26, 16 Oct, 2015     943
საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, მედიის წინაშე მდგარ საფრთხეებს საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრიც აცნობიერებს, თუმცა ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას ერიდებიან,

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაშიც იქნებიან ისეთი გამონაკლისები, რომლებიც აცნობიერებენ თუ რა საფრთხის წინაშე დგას მედია, სიტყვის თავისუფლება და ზოგადად დემოკრატიულობა, „რუსთავი 2“ -ის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო. თუმცა, ისინი ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას ვერ ბედავენ.

„დარწმუნებული ვარ თქვენთანაც არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ რა საფრთხის წინაშე ვართ, მაგრამ არ გყოფნით ძალა დაუპიურისპირდეთ ბიძინა ივანიშვილს, რომლის სურვილიცაა „რუსთავი 2“ ის გაჩუმება. ჩვენ ვართ დაპირებული სასწაულებრივი მე-4 წლის დასაწყსიში და ხელში გვაქვს გარღვეული ბიუჯეტი, უკან წასული ეკონომიკა, უმუშევრობა, კრიმინალის ზრდა. სწორედ „რუსთავი 2“ ია ის ტელევიზია, რომელიც ამ სასოწარკვთილებაში ჩავარდნილი ხალხის გვერდით დგას და აშუქებს, ამიტომ უნდათ მათი გაჩუმება.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი შოთა მალაშხიას შეფასებით, ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ზე შეტევა თავისი პრორუსული კურსის დამალვის მიზნით მიიტანა.

„ჩვენ ვიმყოფებით იმ საოცარ მე-4 წელიწადში, რომელიც როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა ჯიბეზე უნდა გვეგრძნო, თუმცა შემდეგ მან შესწორება შეიტანა თავის სიტყვებში და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკაზე კიარა, დემოკრატიაზე თქვა. ახლა უკვე დემოკრატია, რომლითან ევროპა უნდა გაგვეკვირვებინა, სახეზეა - დღეს შეტევა მედიაზე მიიტანეთ, რათა თქვენი პრორუსული კურსი დამალოთ. აქ საუბარია ხშირად რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ ჩავერიოთ, მაგრამ როცა ჯერი მიდგება ნორმალურ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, მაგალითად საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე, მაშინ შეიძლება მოსამართლის სახლთან აქციის გამართვა, მაგრამ როცა დეპუტატს სცემენ, აქ უკვე გარჩევა ხდება ეს ნაციონალების დეპუტატია თუ სხვისი.“- განაცხადა შოთა მალაშხიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აკაკი მინაშვილი აზრით იმის გამო, რომ მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას ხალხისთვის სათქმელი არაფერი დარჩა, ერთადერთ გამოსავალს თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში ხედავს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უმრავლესობა წარსულზე აპელირებს. ეს მიუთითებს ორ რამეზე - უმრავლესობას არ აქვს პასუხები; პირდაპირ და თვალსაჩინოდ აღიარებს იმ დანაშაულს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სჩადის. გედი ფოფხაძემ პირდაპირ აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ ფარულად ახორციელებს მედიაზე თავდასხმას. როცა ჩვენ 2007 წელს გვახსენებთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა დაპირისპირების მაღალი შანსის არსებობის გამო მოგვიწია, რაზეც პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ - პრეზიდენტი გადადგა. მაგრამ თქვენ, 2012 წლის არჩევნებამდე გქონდათ დაგეგმილი „რუსთავი 2“- ზე შეტევა - როცა ივანიშვილი ჟურნალისტებს მაღალ ხელფასებს სთავაზობდა, როცა ქიბერ ხალვაშთან მოალაპრაკებებს აწარმოებდა, როცა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო სიტყვიერი შეტევა ტელევიზიაზე და ა.შ. ამავე დროს ხდება ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა, რომელიც მთავარი წინაღობა იყო ივანიშვილის გეგმაში, რომ „რუსთავი 2“ დაემორჩილებინა.“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ტყუილების მასშტაბებმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

„მონურ მორჩილებაში გაქვავებულ ურმავლესობასთან დავას აზრი არ აქვს, ამიტომ მივმართავ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს -გამოჩნდით თუ არა პოლიტიკაში, მივხვდი, რომ თქვენი თითოეული მოქმედება სიცრუეზე იქნებოდა დაფუძნებული, რადგან კარგად ვიცნობ რუს ოლიგარქთა მოდგომას. მაგრამ ამ სიცრუის მასშტაბებმა და უტიფრობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დღეს თქვენ ხართ შიშველი, თუ თქვენ პირველ წელს მოახერხეთ და ადამიანებს ყველაფერს შეპირდით და შემდგომ ისე გაიარეთ, რომ ამაზე არავინ პასუხი მოგთხოვათ, დღეს ხალხი მიხვდა ვინ ხართ და ვეღარ ამოეფარებით საცოდავ ღარიბაშვილს ან ვინმეს იმ ფიგურას, რომელიც პასუხისგმებლობის ასაცილებლად დანიშნეთ. დღეს ხალხის, ოპოზიციის, რომელიც თქვენ ვერ მოკალით და მედიასაშულებების წინაშე, თქვენ შიშველი ხართ, ყოველდღიურად იგებთ ხალხისგან, რომ თქვენ ხართ ქურდი, იპარავთ ადამიანების ქონებას. კარგად დაფიქრდით შეძლებთ თუ არა იმ რეიტინგით, რომელიც ახლა გაქვთ, „რუსთავი 2“-თან წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მიღწევას.“- აღნიშნა თარგამაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42