ჩინეთიდან თურქეთამდე პირველი მატარებელი საქართველოს გავლით მიმდინარე თვის ბოლოს მივა
პოლიტიკა - 12:52, 16 Oct, 2015     2875
„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჩინეთიდან თურქეთამდე პირველი მატარებელი საქართველოს გავლით მიმდინარე თვის ბოლოს მივა. ამის შესახებ ბახტაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე პანელის „ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი ცდილობს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაასრულოს პროექტი, თუმცა, არის გარკვეული შეფერხებები, რომელიც გამოწვეულია გეოგრაფიული ბარიერებით. მისივე შეფასებით, აღნიშნული დერეფანი არის კარგი ტარიფების, დროისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ბახტაძის განცხადებით, ჩინეთიდან მატარებელი საქართველოში 9 დღეში ჩამოვიდა, ეს კი ძალიან მოკლე დროა და კარგი ალტერნატივაა საავტომობილო გზის, რომელსაც ჩამოსასვლელად 25 დღე მაინც სჭირდება. ბახტაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის ტარიფები უფრო მაღალია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც, რადგანაც დროც ფულია. სარკინიგზო მიმოსვლას კი დროის უპირატესობა გააჩნია.

მისივე განმარტებით, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან საქართველოს აქვს გეგმა, რომ შეძლებს 300 ათასამდე კონტეინერი გაატაროს ამ დერეფნის მეშვეობით. ბახტაძე ამბობს, რომ დღეს თურქეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 22 მილიარდს შეადგენს, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი 100 მილიარდამდე გაიზრდება, რასაც აუცილებლად დასჭირდება ახალი დერეფანი. ამავე პანელზე სიტყვით გამოვიდა „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩინეთი გეგმავს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის მეშვეობით წელიწადში 10 მილიარდი ტონა ტვირთი გადაზიდოს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ამასთან, მხარეების განცხადებით, ერთიანი სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედების დროს მათ ექნებათ შემუშავებული ერთიანი დოკუმენტი, რომელიც საერთო პირობებსა და ტარიფებს შესთავაზებს მათ კლიენტებს. აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის განცხადებით, თუ მხარეები ამ გზას არ აარჩევენ, დაკარგავენ ამ ტვირთს და ის სხვა დერეფანს მოძებნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42