"ნიუპოსტი" უმცირესობის პროექის შინაარს უცვლელად გთავაზობთ:
„ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია;
ვინაიდან მედიის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი;
ვინაიდან მედიის თავისუფალი და შეუფერხებელი მუშაობა არის დემოკრატიული განვითარების ნაწილი;
ვინაიდან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე წამყვანი პოლიტიკური თოქშოუს დახურვა და ამ ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები, ტელეკომპანია იმედზე პოლიტიკური გადაცემების დახურვის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია მაესტროზე განვითარებული მოვლენები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ზეწოლის მეშვეობით ცდილობს შეზღუდოს პოლიტიკური დისკუსიის სივრცე ქართულ მედიაში.
ვინაიდან რუსთავი 2-ის წინააღმდეგ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების აშკარად კოორდინირებული მოქმედება საფრთხეს უქმნის მის არსებობას, უაღრესად დიდ ზიანს აყენებს მედია პლურალიზმს, აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და შესაბამისად, ქვეყნის ევროპულ-ატლანტიკურ ინტეგრაციას;
ვინაიდან განვითარებული მოვლენები სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას;
ვინაიდან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არაერთგზის მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური და მედია პლურალიზმის დაცვისკენ და დემოკრატიული და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისაკენ;
საქართველოს პარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე და სხვა მედია საშუალებებზე განხორციელებული, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზეწოლის გამო და მოითხოვს შეწყდეს ხელისუფლების ზეწოლა ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და სხვა მედია საშუალებების მიმართ“.


მასალის გამოყენების პირობები






