"შენ თუ არ იყიდი, ეროსი ჩვენს მტრებზე გაყიდისო" - ხალვაში "რ2" -ის შეძენის მიზეზებზე საუბრობს
პოლიტიკა - 11:50, 16 Oct, 2015     2552
„რუსთავი 2“-ისთვის მოდავე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში, იმ მოვლენებზე საუბრობს, რა დროსაც მან "რუსთავი 2"-ის შეძენა გადაწყვიტა. ხალვაში უარყოფს იმ ბრალდებას, რომ თავის დროზე მან ტელეკომპანია სხვა მფლობელებს არაკანონიერად დაათმობინა:

„სინამდვილეში მოხდა ის, რომ 2004 წლის ზაფხულში დამირეკა ოქრუაშვილმა და გადმომცა ხელისუფლების თხოვნა, რომ უნდა შემესყიდა ტელეკომპანია. მითხრეს, რომ ფორმალურად ყველაფერი მომზადებული იყო და უნდა მივსულიყავი სანოტარო ბიუროში. იქ მისულს დამხვდნენ აქიმიძე და დვალი და მათთან ერთად იყო პაატა კარსანიძე და დიმა ქიტოშვილი. ქიტოშვილმა მთხოვა, რომ აქამდე მოყვანილი საქმე არ გამეფუჭებინა და მეყიდა „რუსთავი 2“, რაც გავაკეთე და ხელი მოვაწერე დოკუმენტებს. იქ იყვნენ დვალი და აქიმიძეც, რომელთაც სხვადასხვა კრედიტების სანაცვლოდ, დაგირავებული ჰქონდათ თავიანთი ქონება. მათ წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა მათ გირაოზე, საბუთებს ხელი მოვაწერე, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და დავიშალეთ. ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში ეროსი. ის იყო დირექტორი, როდესაც მე მისგან წილი შევიძინე. მე შევიძინე აქიმიძის და დვალის 60%, დანარჩენი _ 30% იყო ეროსი კიწმარიშვილის და 10% ნიკა ტაბატაძის. ამის შემდეგ გავაგრძელეთ საუბარი ეროსი კიწმარიშვილთან და ნიკა ტაბატაძესთან. ფაქტობრივად, გარიგებული და მოლაპარაკებული იყვნენ ხელისუფლებასთან. მითხრეს, რომ ეს გარიგება სულ 7 200 000 დოლარი ღირდა, რომელიც მე უნდა გადამეხადა და ამ საფასურად „რუსთავი 2“ ჩემს მფლობელობაში გადმოვიდოდა.“- აცხადებს ქიბარ ხალვაში.

მისი თქმით, მას ხელისუფლების მხრიდან ქონდა ინფორმაცია, რომ ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანიის სხვებზე, „ხელისუფლების მტრებზე“ მიყიდვას აპირებდა:

„ხელისუფლებასთან მანამდეც მქონდა ურთიერთობა და ვთვლიდი, რომ ხელისუფლება კარგ გზას ადგა. ფაქტობრივად, 2003 წლის ნოემბრიდან 7-8 თვე იყო გასული. მე მომხრე ვიყავი ქვეყანაში რეფორმების გატარების, მიმაჩნდა, რომ ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ ტელეკომპანია ვერავის გავლენის ქვეშ ვერ მოექცეოდა. შემოთავაზება იყო ასეთი, მე თუ არ ვიყიდდი ამ ტელევიზიას, ეროსი გაყიდდა სხვებზე. ხელისუფლებამ დამიყენა ასეთი არჩევანი _ შენ თუ არ იყიდი ტელევიზიას, ეროსი მას გაყიდის ჩვენს მტრებზეო. მე სხვა არჩევანი არ მქონდა, ამასთანავე მოვითხოვე, რომ ჩემს საქმეებში არ ჩარეულიყვნენ“- აცხადებს ბიზნესმენი.


წყარო "ვერსია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42