„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ქუთაისში სტუმრობის შემდეგ მიღებულ ემოციებს „ფეისბუქმეგობრებს“ უზიარებს.
„გუშინ ქუთაისში ვიყავი და დღევანდელი დილა განსაკუთრებული გრძნობით გამითენდა, - შეყვარებულის სიხარული მაქვს გულში. ბევრი ჩემი სულის მეგობარი, ფბ-ში რომ დაუსწრებლად მიყვარდა, პირადად გავიცანი. ჩახუტების ბედნიერება გამომყვა და დიდხანს გამყვება. ვინანე რომ ღამისთევით არ დავრჩი და არ ვიბოდიალე ქუჩებში, მეტხანს არ შევიგრძენი საოცარი ადამიანები. ჩვენი ქვეყანა სიყვარულის ქვეყანაა. ყოფითი სტრესები ხელოვნურად გვართმევს ამის შეგრძნების უნარს, აქ ამ ქვეყანაში, შუბლი შეჭმუხნული არავის არ უნდა ჰქონდეს. იმიტომ რომ ასეთი ხალხი არსად არ ცხოვრობს. ქუთაისი კი ის ქალაქია, მკაფიოდ გამოხატული თავისი სული რომ აქვს, თავისი ხასიათი, ღიმილი, იუმორი, ინტელექტი, გონებამახვილობა. მადლიერებით ვარ სავსე, ყველა ღიმილისთვის, ვარსკვლავებიანი, კეთილი თვალებისთვის. მეტი არაფერი არაა ცხოვრება. ცხოვრება არის ადამიანების ღიმილი, რომელიც საჩუქრად გაიმეტეს შენთვის“, - წერს ფანჯიკიძე.
მასალის გამოყენების პირობები






