"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსთავი 2 უყვარს ბევრად უფრო მეტ ადამიანს ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთად აღებული.
ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაბაცხადა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მმართველი გუნდიდან მისი კოლეგების მიერ გაკეთებულ სხვა განცახდებებსაც უპასუხა.
დეპუტატი "რუსთავი 2 - ის" გენერალური დირექტრის დაკავების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გვარამიასთან მიმართებაშიც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ შურისძიებას.
" გვარამიაო ამბობთ რამე ჰუმანურობა გამოავლინეთ მის მიმართ? ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე 2 კვირაში არ დაიჭირეთ? ციხეში წინასწარ პატიმრობაში არ შეაგდეთ? მოიგო კაცმა სასამართლო. ძალიან კარგად იცით, რომ არანაირი ქრთამი არ აუღია არც მას არც დამენიას და არც ხეთაგურს. შეთითხნილი საქმე იყო ესეც წინასწარ დაანონსებული როგორც ბევრი სხვა საქმე, რომელიც დაწყებული გაქვთ. რითი ვერ უნდა დაამთავროთ ეს შურისძიება, ამით კი ვერ გაიმარჯვებთ დამარცხდებით,"- განაცხადა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






