რუსთავი 2-ისა და მედიის მიმართ მიმდინარე პროცესების შესახებ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მსჯელობენ.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა გოკა გაბშვილმა განსახილველად წარადგინა განცხადების ტექსტი, სადაც მედიის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლაზეა საუბარი.
„რუსთავი 2-ის წინააღმდეგ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების აშკარა კოორდინირებული მოქმედება ზიანს აყენებს მედიაპლურალიზმს, აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განვითარებული მოვნელები საფრთხის წინაშე აყენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას. ვინაიდან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის დაცვისკენ და დემოკრატიული და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ რუსთავი 2-ზე და სხვა მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებული როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზეწოლის გამო და მოითხოვს შეწყდეს ხელისუფლების ზეწოლა ტელეკომპანია რუისთავი 2-ის და სხვა მედიასაშუალებების მიმართ,“-აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გოკა გაბაშვილმა გაახმოვანა.
სიტყვით გამოსვლისას უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტელევიზიის დახურვა ვერ მოხდება ისე, როგორც ეს რუსეთში ხდება.
,,საქართველო არ არის რუსეთი და თუ შესაძლებელი იყო, რომ ვითომ გაზპრომის წილების, გაზპრომიძალიან კარგი თემაა ბოლო კვირაში და კაციშვილი ვერ გაიგებდა, რომ არ არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციაები და ოპოზიცია, როგორც გაზპრომის წილების სანაცვლოდ მოხდა НТВ-ს დახურვა, ასევე ვერ მოხდება რუსთავი 2-ის შემთხვევაში, ვერ მოხდება ვერც ერთ შემთხვევაში. ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული პროტესტი" - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






