რაში დასჭირდა ხელისუფლებას მკვლელად შერაცხული ხარაზიშვილის სუს-ის სპეცრაზმის უფროსად დანიშვნა
პოლიტიკა - 19:25, 15 Oct, 2015     10549
2009 წლის 5 მაისის ე.წ. მუხროვანის ამბოხი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ინსცენირებულს უწოდებდა, კვლავაც პასუხგაუცემელია. წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 6 წლის წინ აჯანყებულებმა სახელმწიფო გადატრიალება და პრეზიდენტის ლიკვიდირება ჩაიფიქრეს, თუმცა მაშინდელმა ძალოვნებმა ამის აცილება შეძლეს.

ახალმა ხელისუფლებამ, სამართლიანობის აღდგენის მოტივით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პატიმრობიდან გაათავისუფლა მუხროვანის ამბოხში ბრალდებულები და პირობა დადო, რომ საქმეს ობიექტურად გამოიძიებდა, მათ შორის პოლკოვნიკ კრიალაშვილის გარდაცვალებას. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, სუს-ის სპეცრაზმის უფროსად ე.წ. მუხროვანის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ზვიად ხარაზიშვილი დაინიშნა.

რა მიზანს ემსახურება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, ე.წ. მუხროვანის ამბოხის ორგანიზებაში ბრალდებული პოლკოვნიკ კრიალაშვილის მკვლელად შერაცხული ხარაზიშვილისთვის ამ თანამდებობის ჩაბარება - რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკის ჩადენასა და ადამიანების გამიზნულ ლიკვიდირებაში ადანაშაულებენ?

ზვიად ხარაზიშვილის ბურუსით მოცულ დანიშვნას უკვე მოჰყვა გამოხმაურება, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს მიმართა და საქმით დაინტერესბა მოსთხოვა.

კუკავას საქმის ირგვლივ სამი კითხვა აქვს და პასუხს ჩამოთვლილი უწყების პირველი პირებისაგან უახლოეს პერიოდში ელოდება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარაზიშვილი სუსის სპეცნაზის უფროსად დაინიშნა და იმავე ინფორმაციაშივე იყო მითითებული, რომ იგი ხელმძღვანელობდა გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის ოპერაციას. სამწუხაროდ ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია ხელისუფელბის არცერთ ორგანოს, ბუნებრივია დუმილი აჩენს კითხვებს. ჩვენთვის მიუღებელია დამნაშავე ყოფილი ჩინოვნიკების დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე . განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეს ხელისუფლება ლაპარაკობს , რომ სამართლიანობა იქნება აღდგენილი“ - განუცხადა კუკავამ "ნიუპოსტს".

რაც შეეხება კითხვებს, ის ასე გამოიყურება:

1. რა თანამდებობაზეა დანიშნულია ზვიად ხარაზიშვილი?

2. მონაწილოებდა თუ არა ზვიად ხარაზიშვილი გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის ოპერაციაში?

3. მიმდინარეობს თუ არა ძიება გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის საქმეზე და რა ეტაპზეა საქმის ძიება?

„ნიუპოსტი“ მუხროვანის საქმის მონაწილე ერთ-ერთი პირის კობა ოთანაძის ადვოკატს ესაუბრა:

ლექსო კობაიძე აცხადებს, რომ ზვიად ხარაზიშვილი კრიალაშვილის და ოთანაძის საქმის მთავარი შემსრულებელია.

„ჩვენ თავიდანვე ვაპროტესტებდით ზვიად ხარაზიშვილის დაწინაურებას დღევანდელ ხელისუფლებაში. კობა ოთანაძე ხელს ადებს, რომ ამ ადამიანმა „კანტროლკა“ გაუკეთა - ტყვია ესროლა, თან არა ერთი, არამედ რამდენიმე.

ეს ნიშნავს, რომ ესეთი ადამიანები, რომლებიც კობა უთანაძეს დაუსაბუთებელ სპეცოპერაციას უტარებენ, ადამიანი, რომელმაც ამ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა და ამხელა სისასტიკის გამოამჟღავნა საკუთარი კოლეგის მიმართ, საერთოდ აღარ უნდა იყოს ძალოვან სტრუქტურებში. რადგან ასეთი ადამიანები პოტენციურად საშიშები არიან. ნებისმიერ წუთს შეიძლება სახელმწიფოს მოუტრიალდნენ. ამიტომ, მაღალ თანამდებობაზე არ უნდა იყვნენ.

-აქვს თუ არა ზვიად ხარაზიშვილს გია კრილშვილის ლიკვიდაციასთან კავშირი?

- მოგეხსნებათ, აწ გარდაცვლილი გია კრიალაშვილისა და კობა ოთენაძის სპეცოპერაცია ერთდროულად მოხდა. ბატონი კობა სასწაულებრივად გადარჩა . ფაქტობრივად ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ერთ-ერთი ვინც ესროლა იყო ხარაზიშვილი. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ გომელაურს, კეთილგონიერება გამოიჩნოს და ასეთი პიროვნების მიმართ ნუ იქნება ლოიალური, რადგან მსგავსი პიროვნება შესაძლოა უკან შემოუბრუნდეს.

- რა ეტაპზეა მუხროვანის ამბოხისა და პირადად პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის საქმის გამოძიება?

- მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, გამოძიება მიმდინარეობს და ჯერაც არ დასრულებულა. საქმის გამოძიება არ შეწყვეტილა, მაგრამ გაურკვეველი ვადით გაჩერდა.


მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არ შეწყვეტილა, ამ ფონზე, მკვლელად შერაცხული ხარაზიშვილი სუს-ის სპეცრაზმის უფროსად ინიშნება.

რა პასუხი აქვს თავად სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, ,,ნიუპოსტი“ კომენტარისთვის სუსის პრესსამსახურს დაუკავშირდა, გომელაურის უწყებაში დაგვპირდნენ, რომ გაგვირკვევდნენ ინფორმაციას სუსუს სპეცრაზმის უფროსად ზვიად ხარაზიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა დაპირება, დაპირებად დარჩა და ჩვენი მხრიდან თემით დაინტერესების შემდეგ, პრესსამსახურის ხელმძღვანელობა ზარებს აღარ პასუხობს. მოუცლელი აღმოჩნდა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსიც, შესაბამისად კითხვა - რატომ დაჭირდა ხელისუფლებას მკლელად შერაცხული ხარაზიშვილის დანიშვნა სუს-ის სპეცრაზმის უფროსად, უპასუხოდ დარჩა.

,,ნიუპოსტი“ იმედოვნებს, რომ მოუცლელი პრესამსახურები შესაბამის განმარტებას გააკეთებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, კითხვა - დღევანდელი ხელისუფლება ქილერებით ხომ არ მარაგდება - ღიად დავტოვოთ.


დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42