განცხადება, რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რომლის თანახმადაც, 2008 წლის აგვისტოს ომის მთავარი დამნაშავვე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და მოვლენების სხვაგვარად ინტერპრეტაცია მისი დანაშაულებრივი რეჟიმისთვის ხელისდაფარებაა.
„მას შემდეგ, რაც მშვიდობიან ცხინვალსა და სამხრეთ ოსეთში რუს სამშვიდოებებზე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღებული ძალების თავდასხმიდან შვიდ წელზე მეტი გავიდა, სისხლის სამართლის სართაშორისო სასამართლოს პროკურომა ფ.ბენსუდამ, ამ მოვლენების ოფიციალური გამოძიების დაწყებისთვის სანქციის მისაღებად, სასამართლოს მიმართა.
ამ წლების განმავლობაში, ჰააგაში , სამხრეთ ოსეთის დაღუპული და დაზარალებული მოსახლეობის ნათესავების - 2008 წლის აგვისტოს მოვლენების პირდაპირი მოწმეების მხრიდან ასობით განცხადება გაიგზავნა.
აღნიშნული მტკიცებულებები , რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულს ადასტურებს, რუსეთის სისხლის სამართლის საქმის მასალებითან არის გამყარებული. . სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ჩვენს ქვეყანასა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 30-ზე მეტი ტომი გადაეცა. განსაკუთრებით, უნდა გამოვყოთ რუს მშვიდობისმყოფელებზე ქართული შეიარაღებული ქვედანაყოფების თავდასხმის ფაქტი. ათმა მათგანმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ვალდებულება ბოლომდე შეასრულა და სიცოცხლე გაწირა.
ამავდროულად, პროკურორის დასკვნებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ოსების მიზანმიმართული მკვლელობები საერთაშორისო გამოძიების საგანი არ გახდება. პროკურატურას აქვს ეჭვები რუს სამხედრო მოსამსახურეებზე - სამშვიდობოებზე თავდასხმასთან დაკავშირებითაც. სამაგიეროდ, გამომძიებლები აცხადებენ, რომ მზად არიან გამოიძიონ ოსი ე.წ.აპალჩენცების ქმედებები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ, ასევე რუსული შეიარაღებული ძალების ქმედებები, რომლებიც, როგორც პროკურატურა მიიჩნევს, "შესაძლოა იყვნენ“ ამ ქმედებების თანამონაწილეები.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების რეალობასთან მოწყვეტა და ამგავრი ინტერპრეტაცია, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ხელს აფარებს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიმართ ნდობას არ გაზრდის.
ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლეები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შუამდგომლობის განხილვისას, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც სამართლიანობის პრინციპებს შეესაბამება" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას მოითხოვს. პროკურორმა ფატუ ბენსუდამ წინადადებით უკვე მიმართა მოსამართლეებს.
ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კონფლიქტის დროს გამოიკვეთა სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნა.
მასალის გამოყენების პირობები






