„პროექტში გარკვეული კორექტირებები მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე განახლდება. თბილისის შემოვლითი რკინიგზა ევრობონდებისგან მოზიდული რესურსით ფინანსდებოდა და სავარაუდოდ პროექტის დაფინანსება ამავე რესურსით გაგრძელდება. შემდგომში უკვე მომდევნო ეტაპზე არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის პროექტებზე კერძო სექტორებთან ერთად, კონცესიური მოდელები იქნას განხილული. სწორედ ამ პროცესში ვართ ახლა, რომ საქართველოს შესახებ ინტერესი გავზარდოთ და ინვესტორებს იმ მზაობის შესახებ ვაუწყოთ, რომელიც საქართველოში არსებობს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად აბრეშუმის გზის ფორუმს ესწრება. რომელიც თბილისში 15-16 ოქტომბერს იმართება, ფორუმს 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






