„საქართველო უნდა შეეცადოს, რომ გარდა იმისა, რომ ამ ფორუმის ყურადღების ცენტრში მოვექეცით, დავფიქსირდეთ, რომ ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ვართ ამ ისტორიული აბრეშუმის გზის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიკოთის უღელტეხილის საკითხის გადაწყვეტა. ვცდილობთ, რომ ამ თვალსაზრისით ინვესტიციები მოვიზიდოთ. იმედია, რომ ამას მოვახერხებთ. ორ კომპანიასთან იქნება შეხვედრა. ორივეგან ჩინური მხარე მონაწილეობს. როდესაც დონორებმა თავი შეიკავეს ამ ეტაპზე რიკოთის უღელტეხილის დაფინანსებზე, მთავარი არგუმენტი იყო ავტომობილების ნაკლები რაოდენობა. ამიტომ, თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიციას, მეტი გარანტია გვექნება, რომ ჩინური ტვირთები ჩვენს ავტობანზე ინტენსიურად გადაადგილდებიან“- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, საუბარია რიკოთის უღელტეხილზე იმ მონაკვეთზე, რომელიც უღელტეხილიდან არგვეთამდე, ანუ ზესტაფონის შესასვლელამდე გზას მოიცავს. მინისტრყის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართულ მხარეს ინვესტორებისგან ორი შეთავაზება აქვთ, რომელიც მცირედი განსხვავებების მიუხედავად ძირითან ნიუანსებში მსგავსია.
„დაახლოებით, 30-დან 50 წლამდე შეიძლება დავთანხმდეთ, თუ შევთანხმდებით, რომ ისინი გზას ისინი ააშენებენ და მართავენ ამ პერიოდის განმავლობაში. ანუ ეს იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციების ამოღება მართვის ეფეტურობიდან გამომდინარე მოხდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






