მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად გზა გაიხსნება - ნარმანია "აბრეშუმის გზის ფორუმზე"
პოლიტიკა - 13:59, 15 Oct, 2015     1207

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნას დაესწრო. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში 800-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა თემატურ პანელებს გაუწევენ მოდერატორობას.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, აღნიშნულ ფორუმს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქვეყნისთვის ასევე დედაქალაქისთვის.

„არის რიგი პროექტებისა, რომელიც უკვე დაანონსებულია და მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, არის პროექტები, რომელიც ამ ფორუმიდან გამომდინარე შეთანხმდება, შეჯერდება პარტნიორებთან, სახელმწიფოსთან, მუნიციპალიტეტებთან და შესაბამისად მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად გაიხსნება გზა. ვფიქრობ, რომ მეორე დღის ბოლოს უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია გვექნება მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს სტუმრობენ - ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორი შუქრათ ზაქირი; აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი; ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი ვალერი დილი; აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი; გაერთიანებული საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი; აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასო ბარანაი; "ეკონომისტის“ წარმომადგენელი ერნანდო დე სოტო და მსოფლიოს საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42