საგანელიძე იმედოვნებს, რომ ფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ კომპანიებს შორის თანამშრომლობის მეორანდუმები გაფორმდება.
„ჩვენ დავარწმუნეთ მსოფლიო, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ღირს ინვესტიციების ჩადება. საქართველო უნდა იყოს ის საკვანძო ქვეყანა, სადაც აღმოსავლეთსა და ევროპას შორის უნდა არსებობდეს გზის გასაყარი. დარწმუნებული ვარ, ისინი უფრო უკეთესად შეიგრძნობენ და შეიცნობენ საქართველოს, მის ეკონომიკურ პოტენციალს და ამის შედეგს ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ. პირევლ რიგში ძალიან ბევრი საწარმო უნდა შეიქმნას საქართველოში. საქართველო უნდა გახდეს ძალიან სერიოზული სატრანზიტო ქვეყანა. ქვეყანა უნდა იყოს ის ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთსა და ევროპას ტვირთების თვალსაზრისით დააკავშირებს“, - განაცხადა საგანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






