რეფორმების წყალობით, ჩვენ გვაქვს ძლიერი და მზარდი ეკონომიკა - პრემიერი
პოლიტიკა - 13:15, 15 Oct, 2015     1049

"აბრეშუმის გზის რეგიონი ფარავს მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს, სრულად ამუშავების შემდეგ ის გახდება ვაჭრობის გაფართოების, ენერგორესურსებისა და მიწოდების ახალი ქსელების შექმნისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ძირითადი მამოძრავებელი ძალა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფორუმის მონაწილეებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ, რათა აღდგეს აბრეშუმის გზა, აღმოფხვრან აქტიური ინტეგრაციის წინ მდგარი დაბრკოლებები და წვლილი შეიტანონ საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში.

"აბრეშუმის გზის ქვეყნები გამოირჩევიან დინამიკურობით. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წყალობით, ჩვენ გვაქვს ძლიერი და მზარდი ეკონომიკა. თუმცა, მიუხედავად ჩვენი ინდივიდუალური მიღწევებისა, ჩვენი პოტენციალის სრულად ამოქმედება მოითხოვს რეგიონალურ თანამშრომლობას. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი თავს უყრის სახელმწიფოების, ბიზნესების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ის უზრუნველყოფს სივრცეს ურთიერთსასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების წინსვლისთვის, განამტკიცებს არსებულ და ქმნის ახალ კავშირებს. ჩვენი წარმატება დამოკიდებული იქნება ჩვენს უნარზე, სრულად გამოვიყენოთ აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და პოტენციალი, რისთვისაც წამოვაყენებთ ახალ ინიციატივებსა და იდეებს კონკურენციის წასახალისებლად და ამავე დროს, რა თქმა უნდა, თავს ავარიდებთ კონფლიქტს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ფორუმის თანაორგანიზატორობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას და მიესალმა მაღალი რანგის სტუმრებს, რომლებც თბილისს სპეციალურად აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მიზნით ესტუმრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42