"ჩადენილი იყო დანაშაული და დამნაშავე დასასჯელია" - ხიდაშელი ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებაზე
პოლიტიკა - 12:00, 15 Oct, 2015     1532
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის გამოძიება უნდა მოხდეს, რადგან დანაშაული თავისი ხარისხითა და სისასტიკით აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ დადგენილ პირობებს და ტესტს.

როგორც ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, ის მიესალემება აგვისტოს ომის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებას.

„ჰააგა. ორი სიტყვით მინდა შევეხმიანო რამდენიმე დღიანი განშორების შემდეგ ფბ-ს დავუბრუნდი დღეს და ერთგვარი დაბნეულობა ვიგრძენი.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესი თემაა, ჩემი ცხოვრების თითქმის 2 წელი შევწირე პროკურორის დარწმუნებას

-- რომ საქმე უნდა მიეღოთ წარმოებაში

-- რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორისა და სასამართლოსთვის ქვეყნის ზომით არ უნდა იზომებოდეს ჩადენილი დანაშაულის ხარისხი და დამნაშავის დასჯა პოლიტიკურ კონიუნქტურას ან ქვეყნის სიძლიერე / სისუსტეს არ უნდა უკავშირდებოდეს.

მეამაყება, რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა და ეს საქმე თავის ლოგიკურ დასასრულს იპოვის. Tamuna Kaldani Sofo Japaridze Tamar Khidasheli Amo Kinkladze ეკა ფოფხაძე.

საქართველოს ტეროტორიაზე აგვისტოს ომის დროს ჩადენილი იყო მრავლობითი ომის დანაშაული და დამნაშავე დასასჯელია.

დღეს გამოჩნდა რეალური შესაძლებლობა. და ეს ცალსახად მისასალმებელია.

აქვე ლინკი ანგარიშზე რომელიც მაშინ მოვამზადეთ და რომელსაც, თქვენი მონამორჩილი რამდენიმე თვის მანძილზე წერდა

1. დაბნეულობის მიზეზი არ არსებობს როდესაც ვისმენთ რომ ყველას ქმედებების გამოძიება მოხდება. აბა პროკურორს რა უნდა ეთქვა წუნსაწარ ვიცი რუსებმა ეთნოწმენდა ჩაიდინეს და ამიტომ მხოლოდ ამით დავინტერესდებიო?

დიახ, აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება უნდა მოხდეს და დანაშაული კი რომელიც ჩადენილი იყო თავისი მაშტაბურობით, ხარისხითა და სისასტიკით ჩემი მოკრძალებული აზრით სრულიად აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ დადგენილ პირობებს და ტესტს.

ეთნოწმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა მრავალი დანაშაული დარწმუნებული ვარ მოსამართლის ვერდიქტამდე მივა

2. დაბნეულობის მიზეზი არც ის უნდა იყოს თუ მოვისმენთ რომ ჩატარებული გამოძიება არა-ეფექტური იყო დ აქ სპეკულაციები არ არის საჭირო. by default არა ეფექტურია გამოძიება რომელსაც ქართული მხარე ჩაატარებს იმიტომ რომ დანაშაულის ადგილზე ვერ ჩადის, მტკიცებულებებს ადგილზე ვერ სწავლობს, მსხვერპლთან წვდომა შეზღუდული აქვს. აღარ გავაგრძელებ.

ისე რომ ნორმალურია, და სწორედ ამ არგუმენტს ვიყენებდი მე პირადად და ჩემი მეგობრები როდესაც ვარწმუნებდით პროკურორს რომ უნდა ჩართულიყო.

3. 7 წელი შეიძლება ბევრი დროა, მაგრამ იმ მასშტაბის დანაშაულის გამოსაძიებლად რაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსმა ჩაიდინა ეს განსაკუთრებულ პრობლემას არ შექმნის და ამასთანავე უზარმაზარი შრომა გაწიეს თავის დროზე "სოროსელებმა" და მოიძიეს, მოიკვლიეს, დოკუმენტირება მოახდინეს ყველაფრის რაც შესაძლებელი იყო.

და შემდეგ ეს ყველაფერი სწორედ დღევანდელი პროკურორის წინამორბერს გადავეცით ჰააგაში.

ესეც ლინკი ანგარიშზე რომლიც მაშინ მოვამზადეთ და რომელსაც, თქვენი მონამორჩილი რამდენიმე თვის მანძილზე წერდა“, - წერს ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42