საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღევანდელი დღეს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია.
„როგორც მოგეხსენებათ უძველესი აბრეშუმის გზა აზიასა და ევროპას აერთიანებდა. ეს იყო უნიკალური გზა, რომელიც გამოიყენებოდა ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისთვის. იგი ხელს უწყობდა კულტურულ ურთიერთობებს და გამოცდილების გაზიარებას ქვეყნებს შორის. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ, რათა გვინდა ახალი სიცოცხლე შთავბეროთ და კიდევ უფრო გავააქტიუროთ აბრეშუმის გზა. როგორც იცით მე ვიმყოფებოდი გაეროს გენერალურ ანსამბლეაში და ჩვენი მიზნები იქაც გავაჟღერე. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთს და სამხრეთს. ჩვენი დღევანდელი ფორუმი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება. საქართველოს სურს, რომ რეგიონალური ჰაბი გახდეს და გახდეს ასევე თანამშრომლობის ცენტრი. საქართველო არის გარკვეuლი კარიბჭე ევროპისთვის აზიასთან დასაკავშირებლად. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი. ჩვენ ვართ ევროპისთვის მოკლე გზა აბრეშუმის გზის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნებთან დასაკავშირებლად. ჩვენ ისტორიულად გვაქვს კავშირები სხვადასხვა ქვეყნებთან. რაც შეეხება თბილისს, ის აქტიურად ატარებს საერთაშორისო ფორუმებს. დარწმუნებული ვარ დღევანდელი ფორუმი ძალიან საინტერესო იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






