BSEC-ის გენერალური მდივანი მიხეილ ხრისტიდისი მიიჩნევს, რომ საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება დროული იყო.
ამის შესახებ ხრისტიდისმა ფორუმის დაწყებამდე განაცხადა.
„საკმაოდ დროულია ასეთი ფორუმის ჩატარება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე აბრეშუმის გზის პროექტში. ეს შეეხება ტრანსპორტს ენერგეტიკას და ტურიზმს. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ ფორუმის ყოველწლიურად ჩატარებით რადგან, აქ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ სხვადასხვა დელეგაციებთან ერთად“, - განაცხადა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურმა მდივანმა.
თბილისში დღეს აბრეშუმის გზის ფორუმი იხსნება.
დედაქალაქს სხვადასხვა ქვეყნიდან დელეგატები უკვე ეწვივნენ. ფორუმის მონაწილეებს რუსთაველის თეატრში უმასპინძლებენ.
აბრეშუმის გზის ფორუმს პრემიერ-მინისტრი გახსნის. მთავრობის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ფორუმი საქართველოში ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები






