"ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებაზე დროული რეაგირებაა საჭირო" - ელენე ხოშტარია
პოლიტიკა - 16:41, 14 Oct, 2015     2268
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჰააგის სასმართლოს პროკურორის განცხადებაზე დროული რეაგირებაა მოახდინოს.

ხოშტარიას თქმით, ჰააგის პროკურორის ოფისთან თანამშრომლობა აუცილებელია.

„აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ ჰააგის სასამართლოსთან ითანამშრომლოს. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ კიდევ უფრო მეტი არგუმენტი წარადგინოს რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდის შესახებ, რომელიც ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში 2008 წელს, რუსეთის მიერ განხორციელდა.

უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ეთნიკური წმენდა სამხრეთ ოსების და რუსების მხარდაჭერით. ეს აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ხარისხობრივად გაზრდის რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ გვაქვს 30 დღე ამ არგუმენტების წარდგენისთვის, რომ რუსი სამშვიდობოების ქმედება სცდებოდა სამშვიდობო მანდატს, ასევე კომიკურია იმაზე საუიბარი, რომ მხოლოდ ოსების მხრიდან ქონდა ეთნიკურ წმენდასა ადგილი, რადგან მათ შეიარაღებას, დაგეგმარებას რუსეთი ახორციელებდა - განუცხადა „ნიუპოსტს“ ხოშტარიამ.

ჰააგის სასმართლოს პროკურორის განცხადებას ამერიკის იურისტთა ასოციაციის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში, თინა ბურჯალიანიც, გამოეხმაურა.

ბურჯალიანის ინფორმაციით, პროკურორის განცხადებაში წერია, რომ ბოლო წლებში გამოძიება იქნა შეფერხებული.

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი, რაც უნდა ვთქვათ, იქნება სპეკულაცია, მანამ სანამ არ გვეცოდინება საქართველოს პროკურატურამ სამი წლის განმავლობაში რა ინფორმაცია მიაწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და რატომ მიაჩნია საერთაშორისო სასამართლოს ეს ინფორმაცია არასაკმარისად. პროკურორის განცხადებაში წერია, რომ ბოლო წლებში გამოძიება იქნა შეფერხებული. საინტერესოა, რაში გამოიხატება ეს. ველოდები, რომ უახლოეს პერიოდში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან ბევრი მასალა გამოქვეყნდება და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ვნახოთ, რა კომაუნიკაცია შედგა, ამ დროის განმავლობაში საქართველოს პროკურატურამ რა გააკეთა,“ - განაცახადა თინა ბურაჯალიანმა.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას მოითხოვს. პროკურორმა ფატუ ბენსუდამ წინადადებით უკვე მიმართა მოსამართლეებს.

ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კონფლიქტის დროს გამოიკვეთა სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42