ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმაში კატასტროფული სიჩქარით დაგებული ასფალტის საფარი, ასევე კატასტროფული სიჩქარით დაიბზარება და ასფალტიც აიყრება:
„ სად გაგონილა, 120 გრადუსზე უნდა იგებოდეს ასფალტი და ნახეთ რა ხდება? ამ წვიმაში წვალობს ეს ხალხი და სულ ტყუილად, მაინც დაიბზარება და ამოიყრება ყველა“ _ გვეუბნებიან აღიშნული ქუჩის ადგილობრივი მაცხოვრებლები.
ლანჩხუთის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჩხაიძე კი ამბობს, რომ წვიმიან ამინდში შესრულებული სამუშაობი არანაირ პრობლემას არ შექმნის და ამის მაგალითად რუსეთი მოჰყვას:
"გაძლევთ პირობას, რომ არ დაიშლება. უბრალოდ აქ ხდება ორმოების ამოვსება. შემდეგში საფარის გადაფენა გვინდა. გაწვიმდა და რა უნდა გვექნა? პროგნოზითაც ვიცოდი, რომ არ უნდა გაწვიმებულიყო, თუმცა ჩვენ საფარს სხვა კომპონენტებიც დავუმატეთ, ამდენად არ გაფუჭდება. მაგალითად თუ ავიღებთ რუსეთის მაგალითს, იქ ყინვაშიც აგებენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სამომავლოდ ძალიან რომ არ გაფუჭებულიყო, ამიტო ორმოების ამოვსება მოხდა. ისეთი ქუჩაა, რომ მანდ ძალიან ინტენსიური მოძრაობაა და ცოტა შევალამაზეთ" - გვითხრა ჩხაიძემ.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






