"მნიშვნელოვანია დავრჩეთ ნეიტრალურები" - მინისტრები ჰააგის პროკურატურის განცხადებაზე
პოლიტიკა - 15:08, 14 Oct, 2015     986
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ჰააგის პროკურატურას ქართულმა მხარემ მის ხელთ არსებული ყველა მონაცემი უნდა მიაწოდოს.

სერგეენკოს თქმით, საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასკვნა ობიექტურად გამოიტანონ.

"როგორც ვიცი, ჰააგის სასამართლო პოტენციურად სამხედრო დანაშაულის გამოძიებისკენ არის მოწოდებული. მე არ მინახავს წარმოებაში მიღებული საქმე, თუმცა ვფიქრობ, რომ სასამართლოს მუშაობის პროცესში არ უნდა ჩავერიოთ და თუკი ეს საქმე აღიძრა მათ მიეწოდებათ ყველა ის მონაცემი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ობიექტურად გამოიტანონ დასკვნა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას განათლების მინისტრიც გამოეხმაურა.

"ძალიან მაღალ ინსტანციაზე სასამართლოზე ვსაუბრობთ და ძალიან მნიშვნელოვანია დავრჩეთ ნეიტრალურები. ჩვენი თანამონაწილეობა უნდა იყოს ლოგიკურად ხელშეწყობა ყველა იმ ინფორმაციის მიწოდებით, რაც საჭიროა, რომ შესაბამისი განაჩენი იქნას გამოტანილი", - განაცხადა სანიკიძემ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება. პროკურორის ოფისის განცხადებას ჰააგის სასამართლოს ვებგვერდი ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42