ირაკლი ღარიბაშვილმა დღესასწაული განსაკუთრებულად პატრიარქს მიულოცა და აღნიშნა, რომ ილია მეორე ქვეყნის გამაერთიანებელი და ერისთვის მაგალითის მიმცემია. პრემიერმა სვეტიცხოვლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, მისი თქმით სვეტიცხოველი ქართველთა სარწმუნოების და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა.
„ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს განსაკუთრებული დღეა თითოეული მართლმადიდებელისთვის. ეს ტაძარი მართლაც გამორჩეულია. მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ ტაძარში განსაკუთრებული განცდის და მოწიწების გარეშე შემოდის. მე პირადად, ეს გრძნობა მეუფლება, როდესაც ამ ტაძარში შემოვდივარ. მინდა, პირველ რიგში, ჩვენს პატრიარქს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა, გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა. თქვენ სწორედაც რომ აერთიანებთ, ამთლიანებთ ჩვენს გამორჩეულ ერს და თქვენ ხართ მართლაც მაგალითის მიმცემი ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და ვემსახუროთ ჩვენ ხალხს და ქვეყანას. ეს არის სიმბოლო ჩვენი სარწმუნოების და ქართველი კაცის სულიერი სიმტკიცის. ამიტომ, მინდა, ყველას გისურვოთ სულიერი სიმტკიცე, სიმშვიდე და როგორც უწმინდესმა აღნიშნა, გამთლიანება ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში, ჩვენი ერის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლო“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






