როგორც ალასანიამ "ნიუპოსტთან" საუბრისას დავით ზალკალიანის მიერ პარტიის დატოვების კომენტირებისას აღნიშნა, არასამთავრობო სექტორში საქმიანობა არ უნდა იყოს გაიგივებული პოლიტიკურ საქმიანობასთან.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით, ზალკალიანის გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 6 თვის წინ იცოდა.
„ინფორმაცია თითქოს პარტია იშლება, ბიძინა ივანიშვილისგან მოდის. ივანიშვილი მუდმივად ცდილობდა შეეტანა გარკვეული უთანხმოება ჩვენს პარტიაში. ეს ვერ მოახერხა მაშინაც კი როცა ერთ კოალიციაში ვიყავით - პირადად მე ვიყავი ბატონ დათოსთან, როცა ურეკავდა ივანიშვილი და თხოვდა ეღალატა იმ პრინციპებისთვის, რაც გვაერთიანებს და კოალიციაში დარჩენილიყო.
რაც შეეხება უშუალოდ დათოს გადაწყვეტილებას ამის შესახებ ჯერ კიდევ 6 თვის წინ ვიცოდი. ბატონი ზალკალიანი მუშაობს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, არასამთავრობო სექტორში საქმიანობა, არ უნდა იყოს პოლიტიკურ საქმიანობასთან გაიგივებული, მას ხელი არ უნდა შეეშალოს დონორებთან მუშაობაში“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ნიუპოსტთან" კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარტიაში არსებული უთანხმოების გამო ალასანიას გუნდს ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე გაემიჯნებიან.
„მიუხედავად ივანიშვილის აეართი მცდელობისა „თავისუფალი დემოკრატები არ დაიშლება, რადგან ჩვენ პიროვნებების ერთგულები კი არ ვართ, ღირებულებები გვაერთიანებს“- უთხრა „ნიუპოსტს ალასანიამ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლო კავშირს, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდრი აცხადებს, რომ ის ყოფილ ხელისუფლებას არასდროს გაურიგდება.
„ჩვენ რაც არ მოგვწონდა 5 წლის წინ, არც ახლა მოგვწონს. ნაციონალური მმართველობის ხელისუფლება ძალადობრივი იყო და სწორედ ამიტომ დავუპირიპირდით მას. იგივენაირად ვუპირისპირდებით დღეს „ქართულ ოცნებას“. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა იმ ღირებულებებს გადაუხვია, რაზეც შევთანხმდით ჩვენ დავტოვეთ კოალიცია და გავხდით ხელისუფლების ოპოზიცია, რომელსაც არაფორმალური ლიდერი ყავს. დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილისგან არაფრით განსხვავდება. ჩვენთვის სულ ერთია რა დაერქმევა იმ რეჟიმს. მკაფიოდ ვაცხადებ, წინასაარჩევნოდ არავისთან ალიანს არ ვაპირებთ, ამით გავეცი პასუხი იმ აბსურდს რასაც ნაციონალებთან თანამშრომლობა ქვია“- განმარტა მან.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






