2016 წელს პენსიების 50 ლარით ზრდა შესაძლებელია - "ნაციონალური მოძრაობა"
პოლიტიკა - 10:52, 14 Oct, 2015     1881
ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ბიუჯეტი კვლავაც საკუთარი გუნდის წევრების კეთილდღეობას მოარგო და პენსიონერთა დიდი ნაწილი სიღატაკისთვის გაწირა. მათი განცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუროკრატიის პრემიებსა და დანამატებზე 400 მლნ ლარამდეა დახარჯული მაშინ, როცა პენსიის 50 ლარით გაზრდას მხოლოდ 420 მლნ ლარი სჭირდება.

„ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მეოთხე წლის დაწყება ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისით, ლარის გაუფასურებით, სამუშაო ადგილების კარგვითა და ხალხის მასობრივი გაღარიბებით აღინიშნება. “ქართული ოცნების” დაპირებები კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების გაიაფების, უფასო გრძელვადიანი კრედიტების და არნახული ეკონომიკური ზრდის შესახებ, უბრალოდ, ტყუილი აღმოჩნდა. შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის მიზეზი არასწორი, მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა მისდევს.

რომ არა ივანიშვილისა და მისი ბიუროკრატიის სიხარბე და სურვილი, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით შექმნილი ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრება მოიწყონ, არსებულ ვითარებაშიც კი შესაძლებელი იქნებოდა საბიუჯეტო სახსრების გამოყენება საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენების მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და გაჭირვებულ ფენას პენსიონერები მიეკუთვნებიან, რომელთაც ეკონომიკურმა კრიზისმა და ფასების ინფლაციამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. 10%-ით არის გაზრდილი ფასები მედიკამენტებსა და ჯანდაცვაზე, 7%-ით - კომუნალურ გადასახადებზე. ასეთ პირობებში პენსიის არგაზრდა პენსიონერთა დიდი ნაწილის სიღატაკისთვის გაწირვას ნიშნავს.

გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

იმავე პერიოდში, ბოლო 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუროკრატიის პრემიებსა და დანამატებზე 400 მლნ ლარამდეა დახარჯული მაშინ, როცა პენსიის 50 ლარით გაზრდას 420 მლნ ლარი სჭირდება.

რომ არა ბიუროკრატიის “გამოსაკვებად” გათვლილი უამრავი არაფრისმომცემი პროგრამა, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული და რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია, “ქართული ოცნების” მიერვე წარმოდგენილ 2016 წლის ბიუჯეტში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პენსიის 50-ლარიანი ზრდა.

ამისათვის საჭიროა ბიუროკრატიის შემცირება, უსარგებლო პროექტების დაფინანსების შეწყვეტა, საყოველთაო დაფინანსებიდან მიზნობრივი ჯგუფების დაფინანსებაზე გადასვლა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავხადოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური ნაწილი მიზნობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული“ - ნათქვამია ენმ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42