”რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლის წარსულ საქმიანობაზე პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა ”არჩევანში” ისაუბრა. კობახიძის თქმით თამაზ ურთმელიძეზე წინა ხელისუფლების დროსაც იძახდნენ, რომ პროკურატურის გავლენის ქვეშ იყო. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორს, ყოფილ პროკურორს მოუწოდებს, აღიაროს ეს ფაქტი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მანანა კობახიძემ სოფელ დიღმის საქმე გაიხსენა, რომლის განაჩენიც ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა:
„მაგალითად, სოფელ დიღმის მიწების საქმე, როდესაც ვანო მერაბიშვილის და ჯაბა ებანოიძის ინტერესებით სოფელი დიღმის მოსახლეობას მიწები ჩამოართვეს. ამ სასამართლო პროცესის დროს 2 ადამიანი გარდაიცვალა. 2 მიცვალებული მიიღო ამ საქმემ შედეგად. მაშინ თქვას, რომ ეს საქმე იყო შეკერილი, იყო ვანო მერაბიშვილის ინტერსებში და რომ ეს მოსამართლე იყო მაშინაც პროკურატურის გავლენის ქვეშ. ასე არ შეიძლება, როდესაც თქვენ წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ არის გავლენის ქვეშ და, როდესაც წინა ხელისუფლების დროს იღებდა გადაწყვეტილებებს, მაშინ იყო ობიექტური“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






