”თუ თვითდახურვას არ მიმართავთ, თვითდაზიანებას და თვითგვემას არაფერი არ ხდება. თქვენ შეიძლება, ყველაფერი ყველაფერს დაუკავშიროთ. მაგალითად, რატომ მოვიდა წვიმა, შეიძლება დაუკავშიროთ რუსთავი2-ის დაყადაღებას”- განაცხადა მანანა კობახიძემ.
კობახიძის თქმით , რუსთავი ორის საქმეზე მოსამართლეზე ზეწოლა არ ხდება, მაგრამ თუ რუსთავი 2-ს მოსამართლის აცილება მაინც სურს ეს კანონის მიხედვით უნდა მოხდეს:
"თუ ყველაფერს ასრულებს ურთმელიძე, რასაც პროკურატურა ეტყვის, დედამისს რაღატომ წარუდგინეს ბრალი? რა შუაშია დედის ქმედება შვილის ქმედებასთან? არ უნდა გაჩნდეს ეჭვი და მოსამართლემ უნდა შეაფასოს, რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი და რამდენად არსებობს კანონის მიხედვით აცილების გზები. კანონმდებლობა მკაფიოდ ამბობს, როცა მოსამართლე ვალდებულია, აიცილოს საქმე. მე არ ვიცნობ საქმეს, არ ვზივარ დარბაზში და მე არ შემიძლია, მას გადაწყვეტილება ვუკარნახო. ეს მისი პასუხისმგებლობაა, მას გამოაქვს გადაწყვეტილება. ის არის პასუხისმგებელი და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ თვლის, რომ არ არსებობს აცილების საფუძვლები, უნდა განიხილოს საქმე მიუკერძოებლად და ობიექტურად”- განაცხადა მანანა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






