საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 21:04, 13 Oct, 2015     1358
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით (საქმეზე - პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე და სხვები, სულ 39 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაკეთდა რიგი არასწორ ინფორმაციათა შემცველი განცხადებებისა, რის გამოც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას.

"სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სასამართლოს არ უმსჯელია საქმეზე არსებითად, არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და არც ერთი ნორმა არ უცვნია არაკონსტიტუციურად. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო საქმე არსებითად განსახილველად და შეაჩერა რამდენიმე ნორმის მოქმედება, რისი პრაქტიკული შედეგიც არის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის დროებით შეჩერება და მისი ფუნქციების ეროვნული ბანკის მიერ განხორციელება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.

იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავა არ შეეხება საკითხს, რამდენად კარგი ან ეფექტური არის/იქნება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა. ამის შეფასება სცილდება არა მხოლოდ მოცემული დავის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებსაც. დავა ეხება კომპეტენციის საკითხს - ვინ უნდა განახორციელოს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია და არა იმის შეფასებას, ვინ უკეთ განახორციელებს მას.

იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მიმდინარეობს სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადება (იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს) გამოიწვევს სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობას მათი

ამოქმედების დღიდან, რაც საეჭვოს და სადავოს გახდის სააგენტოს, როგორც არაკონსტიტუციური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას. იმავდროულად, წარმოშობს არალეგიტიმური ორგანოს მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

სწორედ ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერა რიგი სადავო ნორმების მოქმედება. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ხელი შეუწყო საფინანსო ურთიერთობების სენსიტიურ სფეროში დავების არსებობით გამოწვევადი უარყოფითი შედეგების გამორიცხვას. თუ სასამართლო სადავო ნორმებს საბოლოოდ არაკონსტიტუციურად ცნობს, კვლავ ეროვნული ბანკი იქნება ამ ფუნქციის განმახორციელებლი, ხოლო, თუ კონსტიტუციურად ცნობს - უფლებამოსილება გადავა სააგენტოზე, როგორც ეს ნორმების შეჩერების გარეშეც უნდა მომხდარიყო, ოღონდ იმ რისკების გარეშე, რომ სააგენტოს ნებისმიერი აქტივობა პერსპექტივაში ჩაითვლება კონსტიტუციური საფუძვლის არმქონე და, შესაბამისად, სადავო."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42