მთავრობა ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავს
პოლიტიკა - 19:45, 13 Oct, 2015     1018

საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობიასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის მოწვევის შესახებ პრეზიდენტის წინადადებას მთავრობის წევრები არ ეთანხმებიან. მინისტრთა კაბინეტის წევრები პრეზიდენტთან შეხვედრისა და მთავრობის სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავენ და მზად არიან გიორგი მარგველაშვილს ენერგოუსაფრთხოებაზე ინფორმაცია წერილობით მიაწოდონ.

ენერგეტიკის მინისტრი მზადაა პრეზიდენტთან შესახვედრად მოადგილე ან ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გააგზავნოს, რომელიც გიორგი მარგველაშვილს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

„რატომ დგება ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით საკითხები, არ მესმის. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. თუ ვინმეს, კონკრეტულ პიროვნებებსა თუ დაჯგუფებებს სურთ პოპულისტური განცხადებების კეთება, ეს მათი ნებაა. თუ პრეზიდენტს აქვს ინტერესი, მე მზად ვარ, გამოვყო ჩემი მოადგილე ან ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია დღევანდელი ვითარების შესახებ,“ - აცხადებს კახა კალაძე.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მისთვის უცნობია რა საფრთხეებს ხედავს პრეზიდენტი ენერგეტიკის თვალსაზრისით:

„არ ვიცი პრეზიდენტს რა ინფორმაცია აქვს, რა საშიშროება გვაქვს, ჩვენ ენერგეტიკის თვალსაზრისით, თუ რამე ისეთი ინფორმაცია აქვს, რასაკვირველია შეიძლება განვიხილოთ, თუ აინტერესებს დღეს შექმნილი ვითარება ალბათ მთავრობა მზად იქნება, რომ გაუგზავნოს მას ინფორმაცია.“- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომაზე დასწრებას და "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" განხილვას ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42