სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცასთან შეხვედრა ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის და რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის თამაზ ურთმელიძეზე შესაძლო ზეწოლის თემაზე გაიმართა
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარე თანხმდება, რომ რუსთავი ორთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები ქვეყნის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
"ყველაზე საგულისხმო არის ის, რომ ყველა მონაწილე თანხმდება, ეს არ არის მხოლოდ რუსთავი2-ის წინაღმდეგ დაწყებული საქმე. ეს არის ქვეყნის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული. ამიტომ ჩვენ მუდმივად გვექნება ინტერაქცია პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. დღეს პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია როგოც საზოგადოების, ასევე სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების აქტიურობა,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, პოლიტიკური სპექტრი „რუსთავი2“-ს და სიტყვის თავისუფლების დასაცავად მზადაა:
"ყველა ადასტურებს, რომ რუსთავი2 ის დახურვის შემთხვევაში, წითელი ხაზი, რომელიც, ჩემი აზრით, დიდი ხანია, გადაკვეთილია, როგორც კი ეს სასამართლოში გაჟღერდება. ყველა პოლიტიკური ძალა მზად არის, რომ დაიცვას რუსთავი2 და სიტყვის თავისუფლება," - განაცხადა სერგო რატიანმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის შეფასებით სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული პროცესების უკან ხელისუფლება დგას.
"რამდენადაც ხელისუფლება მეტად აქტიურად ჩაერევა და შეეცდება, რომ ეს მედიაკომპანია საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს, მით მეტის გაკეთება დასჭირდება ქართულ საზოგადოებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რათა დაიცვას დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელსაც დღეს აშკარად წარმოადგენს რუსთავი2" - განაცხადა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ.
ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელის, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით ხელისუფლება "კრიტიკული აზრის ჩაკვლას" ცდილობს.
"კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რაც ყველასთვის ცხადი იყო, რომ ამ პროცესს რაიმე სამართლებრივ ან საკუთრების შესახებ დავასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სახეზეა
ცალსახა მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ მედიაში საპარლამენტო არჩევნების წინ უბრალოდ კრიტიკული აზრი ჩაკლან. ცხადია, ამ კრიტიკული აზრის გამხმოვანებელი არის რუსთავი2," - განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეფასებით, რუსთავი ორზე შეტევით ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსს უტევს.
„ათასობით ქონებადაკარგულის საქმე არ გადაიხედება და ერთადერთი საქმე რომლის განხილვაც დაიწყეს ეს არის რუსთავი ორი, ამიტომ არ მჯერა მე სამართლიანობის აღდგენის პროცესის. ხელისუფლების შეფასებით რუსთავი ორის მხარეს არიან რეკეტიორები, რომელმაც მიითრვისეს ეს ქონება, ეს „რეკეტიორები“ ატარებენ შეხვედრებს, მართავენ პრესკონფერენციებს, მეორე მხარე მამა აბრამის ბატკნები - კანონიერი მესაკუთრეები ყველას ემალებიან“ - განაცხადა თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ.
ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც არ აღიარებს, რომ „რუსთავი 2“-ზე ამ მეთოდებით ზეწოლა ხდება, კონფორმისტია:
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმედის შემთხვევა არ განმეორდეს“- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავას თქმით, თუ ქვეყანაში თავისუფალი მედია და თავისუფალი არჩევნები არ იარსებებს, ის ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსება. ედპ-ს ლიდერი ხელისუფლებას ურჩევს თავისუფალ მედიასთან მიმართებაში წითელი ხაზები არ გადაკვეთოს:
„ეს არის ძალიან მწვავე წითელი ხაზი, ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ ეს წითელი ხაზი არ გადაკვეთოს, იმიტომ რომ ეს არ იქნება კარგის მომტანი, არა მარტო რუსთავი ორისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის. ეს იქნება დასასრული ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირების. არანაერ არჩევნებს ქვეყანაში აზრი არ ექნება თავისუფალი მედია საშუალებების არსებობის გარეშე, თუკი ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ ექნება, მაშნ ის ქვეყანა ჩრდილოეთ კორეაა და არა საქართველო.“- განაცვხადა ბაჩუკი ქარდავამ.
„ლეიბორისტი“ გიორგი გუგავას თქმით ხელისუფლება ამ მეთოდიტ საკუთარ თავს სამარეს უთხრის“
„ხელისუფლება ცდილობს დაამყაროს დიქტატურა მოკლას პოლიტიკური პროცესი, ამავე დროს შეცვალოს ქვეყნის საგარეო ორიენტირები. ამასთან არის დაკავშირებული ეს პროცესები. ვინც ებრძვის თავისუფალ ტელევიზიას ის თავისთვის პოლიტიკურ სამარეს ითხრის.“- აღნიშნა გუგავამ.
ევროპელი დემოკრატების ლიდერის პაატა დავითაიას შეფასებით, შესაძლოა რუსთავი ორთან დაკავშირებით მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც ეს რუსეთში „ენტევე“-ს შემთხვევაში მოხდა.
„მაუწყებლობა არ შეჩერდება, მაგრამ მოხდება პოლიტიკის შეცვლა. ხელისუფლების ქმედებებიდან ჩანს, რომ ამ სცენარის განვითარება უნდათ, ამიტომ საჭიროა უფრო მკაცრი ზომების გატარება ამის წინააღმდეგ“- განაცხადა დავითაიამ.
წყარო "რუსთავი 2"
მასალის გამოყენების პირობები






