"არ მემორჩილები და კამათობ..." - პეტრე კოლხი საკუთარ ქალიშვილს მიმართავს
სოც.მედია - 15:00, 13 Oct, 2015     4483

პეტრე კოლხი სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარ ქალიშვილს მიმართავს.

„მ ა რ ი

ყველაფერი რომ შეცვალო, ვერ შეცვლი იმას, რომ მღვდლის შვილი ხარ.

არასდროს გქონია აგრესია, არც სურვილი რამე შეგეცვალა... წლებია ვცხოვრობთ ერთად, მაგრამ არ ვეხებით ერთმანეთის უფლებებს. პირველი შვილი ხარ, შეუმჩნეველი ხალითაც მგავხარ, მაგრამ ვიცი, რომ შენ სხვა ხარ და არ მაქვს უფლება ჩემი გზით სიარული მოგთხოვო...

შენ სწორად გესმის რწმენა და თავისუფალი ნება. გესმის ისიც, რომ იძულებით ვერაფერს მიაღწევ, სხვათა ჩარევით ღმერთს ვერც იპოვი და ვერც დაკარგავ...

დღემდე გინდა მთვარეზე ველოსიპედით იმოგზაურო, და საერთოდ, იმოგზაურო და იმოგზაურო...

ესეც მოგზაურობაა... ვინ იცის, იქნებ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, ვიდრე წლების წინ შენი ყოფნა პარიზში, რომში, ვენეციაში, მაროკოში, ან წლების შემდეგ ლანსაროტეზე. თუნდაც მთვარეზე ველოსიპედით...

ამ შეუჩერებელმა მოგზაურობამ რა უცებ გაგზარდა, თავდაჯერებულობაც შეგმატა და გასწავლა, როგორ დაიცვა თავი...

სტუმრად რომ მივდივართ, გარიგებ და გირჩევ როგორ უნდა მოიქცე. ბრაზობ, მაგრამ ითვალისწინებ. მერე ვხვდები, რომ ,,მე" არ ხარ და უფრო არ მომწონხარ, ვიდრე მაშინ, როცა ერთს გეუბნები და მეორეს აკეთებ...

შენ იცი, რომ ჩვენ თავიც არ გვეკუთვნის, არამცთუ ერთმანეთი... იცი, რომ სუნთქვამდეც მგავხარ, მაგრამ მაინც შენ ხარ და არა ,,ჩვენ"...

მე ჩემი გზით ვიპოვე ღმერთი...

ვიცი, შენ ღმერთამდე შენი გზა მიგიყვანს... მიხარია,რომ შეგიძლია იყო ,,უძღები შვილი"... მიხარია, რომ წინააღმდეგობას მიწევ... მიხარია, რომ ბრმად არ მემორჩილები და კამათობ...

მე შენგან ვისწავლე, როგორ ვიმოგზაურო მთვარეზე ველოსიპედით... შენ იქ რჩები, მე წირვაზე უნდა მოვბრუნდე, რომელსაც შენი დახმარებით უამრავი ,,მარიამი" ესწრება და რაც ყველაზე მეტად მიხარია-იღიმიან... მუხლისთავები უჩანთ, მკლავებიც გარუჯული აქვთ, მაგრამ ისინი სხვას არ განიკითხავენ, რატომ აცვიათ კოჭებამდე კაბა... ფსალმუნებიც იციან, ოღონდ ძალიან მოსწონთ ,,მშვიდი ცურვა"...

არც ის მიკვირს უფსკრულებში რომ დაფრინავ, თუმცა გეწინააღმდეგები, მაგრამ გულში არ მინდა დამეთანხმო...

შენი გზა რთულია, მაინც ღირს მოგზაურობად..“, - წერს პეტრე კოლხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42