ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხის გასაცემად საკუთარ უწყებაში ეპატიჟება.
ვიცე-პრემიერის თქმით, უმცირესობის წარმომადგენლები „გაზპრომთან“ დაკავშირებით გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ.
„აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა, ასევე აზიის და კავკასიაში მდებარე ქვეყნები წლებია თანამშრომლობს "გაზპრომთან". ჩვენი ხელისუფლება, წინა და იმის წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა "გაზპრომთან" და პრობლემა არ შექმნილა. დღეს რატომ წამოიწია ეს საკითხი, როდესაც ჩვენ ყოველწლიურ რეჟიმში ვახორციელებთ ამ კომპანიასთან მოლაპარაკებას“, - განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტების კითხვას, იყო იცოდა თუ არა პრემიერმა, რომ იგი „გაზპრომის“ წარმომადგენლებს ხვდებოდა, კალაძემ კონრეტული პასუხი არ გასცა.
„ნუ გადავიყვანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში. ეს ურთიერთობები წლების წინ იყო, არის და მომავალშიც იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






