საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს შეხვდა
პოლიტიკა - 13:43, 13 Oct, 2015     1195
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს ბორის ცილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს მომხსენებლებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა რეფორმების კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობებიც განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ევროსაბჭო აკვირდება საქართველოს მიერ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების პროცესს.

„ზოგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა მოსაზრებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის აზრთა გაცვლა მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლის კერსტინ ლუნდგრენის განცხადებით, ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული მდგომარეობის მონიტორინგია.

„საქართველოში არსებული სიტუაციის შესასწავლად მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს. ვითარების შესწავლის პროცესში კი, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პოზიციის გაგება. ამ მხრივ დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო”, - აღნიშნა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა კერსტინ ლუნდგერნმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, კახა კოჟორიძე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42