ვიცანით, მოვედით, გადავაგდეთ
სოც.მედია - 13:22, 13 Oct, 2015     1759
წარმოგიდგენიათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბაქოში ჩადის და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ეუბნება, რომ გადაწყვიტა, რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობები დაამყაროს? და რომ ამიტომ რუსეთი ენერგობაზარზე მოთამაშედ შემოყავს?

ეს პირდაპირ ნიშნავს ალიევისთვის თქმას, რომ ამიერიდან საქართველოში რუსული ინტერესი გათვალისწინებული იქნება და ალიევმა ეს უნდა გაითვალისწინოს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე გადავიდა რუსულ ორბიტაზე იმის მიუხედავად, ხომ ხალხისთვის დღემდე არ განუმარტავს, რატომ აკეთებს ამას. ამ ხელისუფლებამ მოიტანა ახალი ბორდერიზაცია, უსაფრთხოების სისტემის სრული მოშლა, ჩამოშლილი ეკონომიკა და დანგრეული ინფრასტრუქტურა, უკვე იმასაც კი ამბობენ, რომ მომდევნო წელს ომს ელიან. და ამის მიუხედავად, არც საქმის კეთებაზე ფიქრობს ვინმე და არც პასუხისმგებლობის აღებასა და გადადგომაზე.

რეალურად, დღეს ქვეყნის ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ურთიერთობა მიმდინარეობს ყოველგვარი კონტრაქტის გარეშე, ვითარებაში, სადაც ხელისუფლებამ ყველა პირობა დაარღვია და არც აპირებს რამის შესრულებას. პირიქით, ჩვენს წინაშე ინგრევა ქვეყანა, ფეხს იკიდებს კორუფცია, კრიმინალი, ინსტიტუტების ჩამოშლა, პოლიტიკური დევნა და არაფორმალური მმართველობა.

ხელისუფლებამ დაკარგა მხარდაჭერა, მათ კარგად იციან, რომ 2016 წლის არჩევნებში პატიოსანი გამარჯვება ვერ ექნებათ. ამიტომ გააასმაგეს ზეწოლა მედიაზე, უფრო მაგრად ჩაკეტეს დილეგებში პოლიტპატიმრები, დაიწყეს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და პარტიული კადრებით ჩანაცვლება. ანუ გარდა იმისა, რომ უტიფარი ტყუილებით მოვიდნენ და არაფერი გააკეთეს, და ნაცვლად იმისა, რომ მადლობლები იყონ რომ მართლა კეტებით არ მივერეკებით, ახლა მათ უნდათ, რომ მომავალი არჩევნების უფლებაც წაგვართვან.

ხელისუფლება, რომელიც ტყუილით მოვიდა, ხალხთან კონტრაქტი გაწყვიტა და ძალადობით აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას, უნდა წავიდეს დღესვე, თორემ ხვალ უფრო საშიში გახდება.

თუმცა, თუ ისინი შეწყვეტენ მედიის დევნას, გაანთავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და უზრუნველყოფენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მჭირდო მეთვალყურეობის ქვეშ, მაშინ ცხადია ჩვენი ყველას ინტერესია, რომ ხელისუფლება მშვიდ კონსტიტუციურ რეჟიმში, არჩევნების გზით შეიცვალოს.

ეს სამი პირობა უნდა იყოს ულტიმატუმები, რომელსაც ნებისმიერი ხელისუფლება დამორჩილდება.

გახსოვდეთ, რომ ქოცნი და რუსნი ქართველის განუვითარებლობასა და გაუნათლებლობაზე თვლიან, მათი გამარჯვების რესურსი ჩვენი დამარცხებაა და ამიტომ ჩვენ არ გვინდა მათი გამარჯვება.

ჩვენ იმათი გამარჯვება გვინდა, ვინც ჩვენთან ერთად იმარჯვებს.

ერთად გამარჯვება კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას ნიშნავს, რადგან ეს ნამდვილად იქნება სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ერთიანობა მომავალი პერიოდის მთავარი სულისკვეთება უნდა იყოს.

მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს ძალიან ეფექტური სახელმწიფოსა და საზოგადოების მშენებლობის საქმეში. ჩვენი სოციალური ყოფის უმთვრესი შემადგენელი უნდა იყოს ამათუიმ საკითხზე კონსენსუსისკენ მიმართული ღონისძიებები, ჩვენ უბრალოდ უნდა დავიჯეროთ, რომ არსებობას აქვს თავისი ესთეტიკა, უნდა დავინახოთ ეს და შემდეგ ერთად დავგეგმოთ.

ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო, ძალიან აზარტული და ძალიან საამაყო საქმეები გველის წინ, თუ მოვინდომებთ. თუ არ დაგვეზარება, თუ არ ვიტყვით, რომ ხალხს აბა რა შეუძლია, თუ არ ვიტყვით, რომ სიმართლე ფარდობითია , რომ ნდობას ტყუილი ჯობია, რომ შრომას გამორჩენა ჯობია, და რომ ბალახზე კოტრიალი ჯობია საქმის კეთებას. პოლიტიკოსები თუ მოვრჩებით უსაგნო ბოდვას და ვისაუბრებთ საქმიანად, თუ საღ აზრს ვაქცევთ ყველა საჯარო თემის საზომად.

მტრის გათვლაა, რომ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. პუტინისა და ივანიშვილის აზრით, ჩვენ ჩამორჩენილი მასა ვართ, ვისაც ადვილად მოატყუებენ და დაიმონებენ. მათი მიზანი ჩვენი გადათელვაა. ნუ მივცემთ ამის საშუალებას!

ჩვენ მარტივად გადავწყვეტთ ამ პრობლემას. ულტიმატუმებს ახლავე ვაყენებთ, შემდგომ პერიოდში კი მეთოდებს კარგად ავუხსნით საზოგადოებას. ჩვენ გამოვალთ ბევრნი და თავიანთ ადგილს მივუჩენთ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ მმართველებს. შემდეგ კი გავაგრძელებთ შენებას.

რადგან ისინი უკვე ვიცანით, გამოვიდეთ და გავუშვათ სახლში. თუმცა ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან მშვიდად და გააზრებულად, ისე რომ ერთი წამითაც არ შეფერხდეს პოლიციისა და ჯარის ფუნქციონირება.

ყველაფერს კარგად გავაკეთებთ, მთავარია არ დაგვეზაროს.

ანდრო ბარნოვი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42