„საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, ჩვენი სარჩელი, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა და რამდენიმე კვირის წინ, „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად შეიტანა. წარმოებაში მიღება ნიშნავს, რომ მოთხოვნა ამ ახალი სააგენტოს შენქნის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა. ანუ ამ სააგენტოს ჩამოყალიბება და ამავდორულად ეროვნული ბანკის, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუციის რღვევა შეჩერებულია. საკონსტიტუციო სამსართლოს ამ გადაწყვეტილებით, საბანკო სისტემა არ მოექცევა ივანიშვილი-მეჭიაურის პოლტიკური ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ ეს დროებითია. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიყენოს ეს პაუზა, გადახედოს ამ ერთი კაცის ახირებულ სურვილს და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სააგენტო არ ამოქმედდეს. ეს ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას კარგს არაფერს მოუტანს.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






