თსუ-ში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
პოლიტიკა - 12:44, 13 Oct, 2015     958
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანასებით, თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომლის ორგანიზებითაც დღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - "ქართულ - ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში" მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას და თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის შეფასებით, ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ფორმატი, რომლშიც ჩვენ ჩვენს ოს თანამემამულეებს უნდა ვესაუბროთ.

„პრეზიდენტის მხარდაჭერით თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც ოს თანამემამულეებთან ურთიერთობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია“, - აღნიშნა შამანიდმა.

ცენტრი სხვადასხვა სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

კონფერენციას ასევე ესწრებიან მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევარები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასევე, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები და ჰუმანიტარული, სოციალურ - პოლიტიკური დარგების მკვლევარები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42