მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები კითხვებს არ ტოვებდეს.
როგორც ბესელია ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო პერიოდში უპრეცედენტოდ გააქტიურებულია.
„ეს არის ძალიან ბევრი კითხვის მატარებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები არ ტოვებდეს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ის მიუკერძოებელი და არაობიექტური. სასამართლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს კითხვები არ დარჩეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოეთხოვება ძალიან მაღალი სტანდარტი, რადგან ის ამოწმებს კანონის კონსტიტუციურობას. სწორედ ამიტომ მან თავად უნდა აჩვენოს უზადოდ, უშეცდომოდ მიღებული გადაწყვეტილებების სტანდარტი. კითხვები ჩნდება და ეს კითხვები ლოგიკურად ისმის, ამიტომ სასამართლოს პასუხისმგებლობის ტვირთი, მისი უშუალო როლი და ფუნქციაა, რომ საზოგადოებაში არ დატოვოს კითხვები მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






