ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც მის ფოტოზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
„ჩემო მეგობრებო, როგორც ვატყობ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა ფოტომ. მინდა გითხრათ, რომ ეს სურათი ჩემი ერთადერთი დისშვილის ქორწილშია გადაღებული და თავს უფლება მივეცი ამ დღეს მაინც არ ვყოფილიყავი ჩაშავებული და ჩემი გაზრდილი დისშვილისთვის, ვისთვისაც ვაგრძელებ სიცოცხლეს, არ ჩამემწარებინა ეს ბედნიერი დღე, ისე რომ ვისაც ძალიან გული დაგწყდათ ჩემი გაღიმების და ცოტაოდენი სიხარულის გამო, მინდა გითხრათ, რომ ისევ ისე შავად მაქვს გულიც და სიცოცხლეც, როგორც პირველივე დღეს ჩემი ერთადერთი შვილის, ჩემი ბუტიკოს უბედურების დროს მქონდა და ასე ვიქნები მთელი დარჩენილი ცხოვრება, მე ყოველთვის განსაკუთრებული დედა ვიყავი და ასეთივე განსაკუთრებული შვილიც გავზარდე, რითაც ვამაყობ, ვინც მე მიცნობს ეს ყველამ იცის. ცოტა უფლის შეგეშინდეთ ადამიანებო, ვიდრე ვინმეს განსჯით. ნუ განმიკითხავთ და თქვენს არ იქნებით განკითხულები“, - წერს ია მეტრეველი.
მასალის გამოყენების პირობები






