როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, მოსამართლეს ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე უნდა მიეცეს მშვიდად მუშაობის საშუალება.
„რუსთავი 2-ის საქმეზე კარგი იქნება თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ თქვენ, ჟურნალისტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მოგეცეთ. ახლა კი მეორე სურვილი გამიჩნდა გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, რომ იქნებ მოსამართლეს მისი ოჯახური საკითხების ასეთი ტიპის ასეთი მეთოდით გამორკვევის გარეშე ვაცადოთ, რომ ამ საქმეს მშვიდად მიუდგეს. ეს არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამართლეს უნდა მივცეთ ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე მშვიდ გარემოში საქმის განხილვის საშუალება,“ - განაცხდა თეა წულუკიანმა.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან დაკავშირებიტ სკანდალური ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გუშინ გაავრცელა.
ტელეკომპანიიის ინფორმაციით, პროკურატურამ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმე მხოლოდ მას შემდეგ აღძრა, რაც "რუსთავი 2"- ის საქმე მოსამართლე ურთმელიძეს დაეწერა.
საქმე ეხება 2014 წლის 7 იანვარს მომხდარ ფაქტს, როცა ურთმელიძის დედამ, დინარა გიორგობიანმა საკუთარ სიძეს ნაჯახი ჩარტყა.
მასალის გამოყენების პირობები






