ედპ: ,,გაზპრომთან“ გარიგებით მთავრობა რუსეთს საქართველოზე ზეწოლის კიდევ ერთ ბერკეტს აძლევს
პოლიტიკა - 20:00, 12 Oct, 2015     800
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია რუსულ ,,გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გარიგებას ეხმაურება და ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკაში მსგავსი ტიპის ,,ღია კარის პოლიტიკას“ სახელმწიფოსათვის სახიფათოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ედპ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის გარიგებას აფასებს როგორც ქართული სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანს, რადგან მიაჩნია, რომ რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან, ეკონომიკაში „ღია კარის პოლიტიკა“ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის სერიოზული საფრთხის შემცველია.

მთელი ცივილიზებული პოლიტიკური სამყარო, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების გამოკლებით, შეთანხმებულია, რომ რუსეთისთვის ეკონომიკა და განსაკუთრებით ენერგეტიკა, არის საკუთარი აგრესიული პოლიტიკის გატარების საშუალება.

იმ დროს, როდესაც ევროპა მაქსიმალურად ცდილობს თავი დააღწიოს რუსული გაზზე დამოკიდებულებას, რისი შედეგიც სამხრეთის ენერგეტიკული დერეფანია, რომლის ნაწილიც საქართველოა, იმ დროს, როდესაც „გაზპრომს“ სანქციებს უწესებს ამერიკის შეერთებული შტატები, სრულიად გაუგებარი და არაადექვატურია მთავრობის პოლიტიკა. რატომ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთი ბერკეტი მისცეს ოკუპანტს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად.

რადგან რუსული „გაზპრომი“, კრემლის პოლიტიკური იარაღია და სწორედ რუსეთის მხრიდან გაზის მოწოდების შეწყვეტამ დააყენა საქართველო ენერგეტიკული კოლაფსის ზღვარზე, ყოვლად უსუსურია ხელისუფლების არგუმენტები ამ გარიგების ეკონომიკური სარგებელის თაობაზე.

საქართველო არც დღეს დგას და არც მომავალში დადგება ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემის წინაშე, რადგან ჯერ ერთი აზერბაიჯანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შეუფერხებლად გვაწვდის მას, და მეორეც საქართველო არის ნაწილი ევროპის ენერგო უსაფრთხოების სისტემის, საქართველოზე გამავალი მილსადენის სახით და პერსპექტივაში მოხდება აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი და იაფი ენერგიის მიღების წყარო იქნება.

ამიტომ ხელისუფლების ამგვარი ქცევა, საფუძვლიან ეჭვს ბადებს ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტირზე და ასევე ჩნდება ეჭვი, ხომ არ დგას ამ მოლაპარაკებების უკან დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების კომერციული ინტერესი“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42