არის თუ არა გაზპრომთან თანამშრომლობას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი? - ამ საკითხზე განნცხადებებს ექსპერტები აკეთებენ. ისინი ამ მოლაპარაკების უკან პოლიტიკურ ინტერესებს ხედავენ.
ექსპერტი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ „გაზპრომი არის კრემლი და კრემლი არის გაზპრომი.“ მისი თქმით გაზპრომთან საიდუმლო მოლაპარაკება კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებას ნიშნავს.
რომან გოცირიძე კი მთავრობის მხრიდან გაზპრომთან მოლაპარაკებების წარმოებას "სახელმწიფო ღალატის ტოლფასს" უწოდებს.
„რაც ხდება გაზპრომთან მიმართებაში ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი, არ მოიძებნება არც ერთი ექსპერტი, რომელიც რაიმე ეკონომიკურად ან სხვა რაიმე ლოგიკის მეშვეობით დაასახელებდა მის აუცილებლობას. ეს არის სუფთა პოლიტიკური თამაში. გაზპრომი შეუძლებელია იყოს საქართველოში კონკურენტი კომპანია, ის შეიძლება იყოს მხოლოდ მონოპოლისტი და მხოლოდ პოლიტიკური კომპანია, მეტი არაფერი,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
სოსო ცისკარიშვილის განცხადებით კი "დღევანდელი ვითარება უფრო პოლიტიკური შინაარსის ნაბიჯია ვიდრე ეკონომიკური".
„პირველი შემთხვევა არ არის როდესაც საიდუმლო მოლაპარაკება მიმდინარეობს საქართველოსა და რუსეთის ენერგო სფეროს წარმომადგენლებს შორის. დღევანდელი ვითარება უფრო პოლიტიკური შინაარსის ნაბიჯია ვიდრე ეკონომიკური. ამაზე ვერ გადაგვარწმუნებს ვერც ყველაზე სახელოვანი ჩვენი ფეხბურთელი და ვერც უაღრესად პოპულარული მომღერალი,“ - აცხადებს ცისკარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






