მარგველაშვილმა უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
პოლიტიკა - 17:19, 12 Oct, 2015     1077

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნგრელ კოლეგას იანოშ ადერს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მწუხარება გამოხატა უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის არპად გენცის გარდაცვალების გამო.

„თქვენო აღმატებულებავ, ღრმად დამამწუხრა უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულების, ბატონი არპად გენცის გარდაცვალების ამბავმა. ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგისამძიმროთ და გამოვთქვა ჩვენი ღრმა მწუხარება და გულითადი სიმპათია თქვენს, არპად გენცის ოჯახის წევრებისა და უნგრელი ხალხის მიმართ.

მისი აღმატებულება, ბატონი არპად გენცი იყო გამორჩეული ლიდერი, რომელმაც მისი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში ისტორიული როლი შეასრულა. იგი კომუნისტური ეპოქის დროს უდიდეს გამოწვევებს გაუმკლავდა და ათწლეულის განმავლობაში იყო უნგრეთის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი არპად გენცი სამუდამოდ დარჩება უნგრელი ხალხის მეხსიერებაში.

მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება და თანადგომა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთის საელჩოში პრეზიდენტ არპად გენცის გარდაცვალების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42