"რატომ გამოჩნდა საქართველოს პრემიერი მოულოდნელად ბაქოში" - ღარიბაშილის ვიზიტის უცნობი დეტალები
პოლიტიკა - 17:14, 12 Oct, 2015     3626
„რატომ გამოჩნდა საქართველოს პრემიერი მოულოდნელად ბაქოში“ - ამ სათაურით ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტს აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin-ი.

გამოცემის თანახმად, 10 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილის დაუგეგმავ ვიზიტს, ბაქოს აეროპორტში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი დახვდა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შესახვედრად გაემართა.

„ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტი ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ამის შესახებ პრემიერის კანცელარიამ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც მისი თვითმფრინავი ბაქოში დაეშვა. ქართულმა მედიამაც ამის თაობაზე АзерТАджის განცხადებიდან შეიტყო“- ნათქვამია სტატიაში.

„რეალურად, კი ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტი სულაც არ იყო მოულოდნელი“ - აღნიშნავს გამოცემა და დასძენს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქართველი ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოავლინა, რომ საქართველო აზერბაიჯანულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებდა. ამ განცხადებების ფონზე კი სავარაუდო იყო, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონტაქტი უმაღლეს დონეზე შედგებოდა.

გამოცემა, ბრიუსელში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის შეხვედრას იხსენებს და აღნიშნავს, რომ კალაძემ მეტი რუსული გაზის მიღების სურვილი გამოთქვა.

Haqqin-ი საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებასაც იხსენებს, იმის თაობაზე, რომ სექტემბერში თბილისში, ირანში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ დახურული კონფერენცია გაიმართა.

„ჩვენ განვიხილეთ ამ პროცესთან დაკავშირებული საკითები - როგორ შეუძლიათ მათ საქართველოში მოქმედება, როგორ იმოქმედებებ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე რეგიონში. ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნამ, შესაძლოა გაზის ტარიფები შეცვალოს, მათ შორის აზერბაიჯანიდან მომავალ გაზზე. ამან შეიძლება გავლენა ჩვენს სატრანზიტო პოტენციალზეც იქონიოს. ირანი მალე გამოვა იზოლაციიდან და ეს იქნება როგორ პოზიტიური, ასევე არაპოზიტიური. ჩვენ კი ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“ - განაცხადა დონდუამ.

გამოცემის თანახმად, ამ განცხადებით დონდუამ საჯაროდ აღიარა, რომ გაზის დივერსიფიკაციაზე თბილისი და თეიარნი საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავნ და სურთ, საქართველოში გაზის მიწოდების კუთხით „სოკარის“ მონოპოლია დაასრულონ.

„საქმის ამგავრმა ვითარებამ ოფიციალური ბაქო ააფორიაქა. ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც ირანთან და „გაზპრომთან“ ქართული მხარის საიდუმლო მოლაპარაკებები გასაჯაროვდა.შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ენერგეტიკის მინისტრი, ნატიკ ალიევი დახვდა“-წერს გამოცემა.

ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მცდელობა სწორი ტაქტიკაა. ასეთი დივესიფიკაციის მიზანი ალტერნატიული წყაროების პოვნა და ენერგიის ნაკლებ ფასად შეძენაა. თუცა, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი გაზს დაბალ ფასად საქართველოსთვის, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და სამეკავშირეო ურთიერთობების გამო ყიდის.

„რამდენად სწორია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ამ შემთხვევაში, როდესაც რუსეთის დახმარებით, რომლთანაც ომის მდგომარეობაში იმყოფება და ირანისთვის სანქციების მოხსნის ლოდინში, აზერბაიჯანზე ზეწოლის მოხდენასა და გაზზე ფასის დაკლებას ცდილობს?

იქნებ, საქმე არც კომერციულ ინტერებსა და არც დივერსიფიკაციაშია? იქნებ რუსეთი საქართველოში ფეხის მოკიდებასა და კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ მიწოდების ყველა გზაზე კონტროლის დაწესებას ცდილობს?

ნებისმიერ შემთხვევაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყველა საფუძველი გააჩნდა საქართველოს მთავრობის საეჭვო ქცევას აეფორიაქებინა. სავარაუდოდ, ბევრი კითხვაც აქვს „გაზპრომის“ ერთ-ერთ ყველაზე დიდი აქციონერ, ბიძინა ივანიშვილთანაც“ - ნათქვამია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42