ჩიხრაძის ფაქტორი - პრეზიდენტის პოლიტიკური ნაბიჯი
პოლიტიკა - 10:15, 12 Oct, 2015     1633
პრეზიდენტი პოლიტიკური კომპონენტის გაძლიერებას აქტიურად იწყებს.

"მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს, რომ დავრჩები“- ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე გაკეთებული ამ განცხადებიდან ზუსტად 10 დღის თავზე, მარგველაშვილმა ყველსთვის მოულოდნელად მის პოლიტიკურ მრჩეველად ფიქრია ჩიხრაძე დანიშნა.

„ის მე სტუდენტობიდან მახსოვს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება აქვს. ქალბატონი ფიქრია იმუშავებს პრეზიდენტის ინსტიტუტში და ერთად დავგეგმავთ სხვადასხვა პროცესებს, - განაცხადა პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე.

„მედიის, სასამართლოს თავისუფლება და პოლიტიკური ძალების ხელშეწყობა“ - ეს კი პრეზიდენტის ახალი მრჩეველის პრიორიტებია.

პოლიტოლოგები პრეზიდენტის მიერ დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი პრეზიდენტს პოლიტიკურ ძალებს შორის სწორი ბალანსის უზრუნველყოფაში მიეხმარება (ავტ. გია ხუხაშვილი).

აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის მნიშვნელობა აღიარა, როცა სხვადასხვა საკითხებზე მათთან დიალოგი დაიწყო და საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნაში ღია მხარდაჭერაც გამოუცხადა.

პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა ჩიხრაძის დანიშვნით მსოფლმხედველლობრივი განაცხადი გააკეთა. მან ამომრჩეველს დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა შესთავაზა, რითაც ნატოზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს მწვანე შუქი აუნთო.

პრეზიდენტის ბოლო დროს გადადგმულმა ნაბიჯებმა ცხადყო, რომ მარგველაშვილი, როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო ძალებთან მომაცალშიც აქტიურად ითანამშრომლებს.

ადმინისტრაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ პროდასავლურ ძალებთან თანამშრომლობა საბოლოოდ დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებაზე იქნება ორიენტირებული.

ამ ყველაფრის კვალ და კვალ კი ჩნდება კითხვა: ემზადება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისთვის და ხომ არ ამზადებს მოქმედი პრეზიდენტი ახალი პოლიტიკური კოალიციის შესაქმნელად ერთგავარ ნიადაგს ოპოზიციასთან მჭიდრო ურთიერთობით? - ამის გარკვევას „ნიუპოსტი“ პოლიტიკოსებთან შეეცადა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძის დანიშვნას ერთ-ერთი პირველი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა.

„რამდენადაც უფრო ინფორმირებული იქნება პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან პოლიტიკურ ვითარებაზე, განწყობებზე, მით უკეთესია. პრეზიდენტს საშუალება ექნება, უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს"- აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება მმართველი ძალის პოზიციას, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაა დანიშნოს მრჩეველი.

დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ფიქრია ჩიხრაძის ახალი თანამდებობის შესახებ ჩვენგან გაიგო.

„ვინ ჩიხრაძე? თქვენგან მესმის პირველად, პრინციპში ვინც უნდა ის დანიშნოს, პრეზიდენტის უფლებაა ვინც უნდა ის შეარჩიოს ამ თანამდებობაზე“- განუცხადა „ნიუპოსტს“ მეჭიაურმა.

დეპუტატი ჩიხრაძის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც ახლადდანიშნულმა მრჩეველმა თქვა, რომ „ხელისუფლებაში პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით, ძალიან გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს დგამს“.

„მე პრო ქართული ძალა მაინტერესებს, მეტი არაფერი“- აღნიშნა „ოცნების“ დეპუტატმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტს ახალი მრჩეველი პირველ პირს ურჩევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ბევრად მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.

„ჩამოშლილი ეკონომიკა, გაღარიბებული მოსახლეობა ჩამოშლილი უსაფრთხოება - პრეზიდენტმა ამ საკითხებზე მკაფიო განცხადება უნდა გააკეთოს, იმედია რომ ის ამას გააკეთებს“ - აღნიშნა ენმ-ს წევრმა აკაკი მინაშვილმა.

„ნიუპოსტი“ ფიქრია ჩიხრაძის დანიშვნის საკითხზე „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა კაციტაძესაც ესაუბრა.

ეს უკანასკნელი თვლის, რომ ჩიხრაძე ქართული სახელმწიფოს შენაძენია.

„ახალ მემარჯვენეებს სახელმწიფოს სასარგებლოდ მსხვერპლთშეწირვები გვახასიათებს. ფიქრიას მრჩევლად დანიშვნა საჭირო და პრაგმატული ნაბიჯია. პრეზიდენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ საკმითხებში კიდევ უფრო აქტიურდება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაში გამოიხატება. პრეზიდენტმა დღეს დეკლარირება მოახდინა, იმისა, რომ ის არის დასავლური ღირებულებების ერთგული“- აღნიშნა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა.

კაციტაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით „რაღაც“ ჩანს, თუმცა დღეს ახალი მემარჯვენეების წევრმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.

კითხვაზე: „ეს "რაღაც" შეიძლება თუ არა იყოს პრეზიდენტის მიერ ახალი კოალიციის შექმნა, რომელიც პროდასავლური ძალებით დაკომპლექტდება, კაციტაძემ განაცხადა:

„დაშვებების და ჰიპოტეზების დონეზე განცხადებების გაკეთება არ მინდა, დაველოდოთ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ალბათ, ცხოვრება გაგრძელდება ამ მიმართულებითაც. როგორც ფიქრიამ აღნიშნა იქნება მეტი ინტენსივობა პარტიებთან. აქ იგულისხმება ყველა ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია“- დასძინა მამუკა კაციტაძემ.

პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებს „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავაც.

მისი თქმით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ოპოზიციის მიმართ დაბალანსებული პოლიტიკის გატარებით გამოირჩევა.

„საქართველოს პრეზიდენტი არასაპარლამენტო პარტიების და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე აქტიურად ზრუნავს. ამის ნათელი მაგალითია ის შეხვედრები, რომელიც მარგველაშვილთან არასაპარლამენტო ოპოზიცის წარმომადგენლებმა გავმართეთ. რაც შეეხება მოქმედი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მრჩევლად დანიშვნის საკითხს, ეს მიანიშნებს, რომ პრეზიდენტის საგარეო ორიენტაცია ურყევია, იმ ფონზე როცა დღემდე გაურკვეველია ხელისუფლების სხვა შტოების პოლიტიკური გემოვნება, როცა მმართველი ძალა მხოლოდ სიტყვიერად ამბობს, რომ უნდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, საქმით კი რუს გიგანტთან, გაზპრომთან აწარმოებს მოლაპარაკებას. პრეზიდენტმა საკმაოდ მყარი პოლიტიკურ ხედვა წარმოადგინა. ის არ ამობობს არჩევანი - ევროპა ის ამბობს არჩევანი ევროატლანტიკური, ნატო“ - განმარტა ბაჩუკი ქარდავამ.

„ედპ“-ს ლიდერმა პრეზიდენტის ერთ-ერთი ბოლო განცხადება გაიხსენა, სადაც მარგველაშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში დარჩება.

ქარდავა ამბობს, რომ მოქმედი, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსის მრჩევლად დანიშვნა გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯია.

ედპ-ს ლიდრს უჭირს თქმა, შექმინის თუ არა პოლიტიკურ პარტიას გიორგი მარგველაშბვილი, თუმცა ბაჩუკი ქარდავა დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილი პროდასავლური ღირებულებების მატარებელ პარტიებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

დავით ჯაბაშვილი

"ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42