„ღვინიაშვილი გურჯაანში საპროტესტო აქციას მართავდა და მას ხელით შეეხო მოქალაქე, რომელიც ამ აქციის პათოსს არ იზიარებდა, ჩემი და „ქართული ოცნების“ დეპუტატების შემთხვევაში კი სულ სხვა ფაქტთან გვქონდა საქმე - ნაცების აქტივისტები პირდაპირ პარლამენტთან დაგვხვდნენ, თავს დაგვესხნენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს გვიშლიდნენ! ასე რომ, ღვინიაშვილისა და ჩემი შემთხვევების ერთმანეთთან შედარება აბსოლუტურად უადგილო და არასწორია!“ - აცხადებს დეპუტატი. ამასთანავე ლორთქიფანიძე ხათუნა გოგორიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ ღვიანიაშვილი-ლორთქიფანიძის შემთხვევები იდენტური იყო და განსხვავება მხოლოდ დეპუტატების ცხვირის ზომაშია.
„ხათუნა გოგორიშვილმა ჩემი სხეულის სხვადასხვა ნაწილის გაზომვას თავი დაანებოს და სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიხედოს!“- აცხადებს ლორთქიფანიძე.
წყარო "კვირის ქრონიკა"
მასალის გამოყენების პირობები






