„კვლევებში ახალი არაფერი არ არის. ის, რომ გამგებლებმა და მერებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ, ისედაც ვიცით. როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლების დროს უფრო მეტია სამუშაო იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარ რჩეულებს ხალხი უკეთესად იცნობდეს. იქნებიან ეს მაჟორიტარები, გამგებლები თუ მერები. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მერები და გამგებლები რეალურად სულ ერთი წელია, რაც არჩევითი პოზიციებია. ეს ჩვენი ხელისუფლების გაბედული გადაწყვეტილება იყო და ალბათ დროსთან ერთად ეს პრობლემაც გამოსწორდება, როდესაც თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობა უკეთესად ისწავლის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 71%-მა არ იცის, ვინ არის საკრებულოში მისი მაჟორიტარი დეპუტატი.
კითხვაზე, ვინ არის საკრებულოში თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი 16% სწორ პასუხს სცემს, 12% - არასწორს, 1% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს.
მასალის გამოყენების პირობები






