ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს ყველას, აღნიშნულთან დაკავშირებით სპეკულაციები შეწყვიტონ.
მისი თქმით, ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას აზიანებს.
რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდნეტთან შეხვედრას პრემიერის თქმით, ალიევთან ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე იმსჯელეს.
„ვთხოვ ყველას, რომ ამ საკითხის ირგვლივ სპეკულაციები დასრულდეს, რადგან ეს აზიანებს ზოგადად ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს. აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები იყო, არის და დარჩება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე. ეს აბსურდია. მიკვირს, როგორ იგონებენ ესეთ თემებს ჩვენი ოპონენტები. არავითარ დივერსიფიკაციაზე და აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს სრული აბსურდია. მოვუწოდებ ყველას ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში. გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც ჩვენს საზოგადოებას ვესაუბრებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აზერბაიჯანული გამოცემა „ჰაქინი“ წერდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც ირანსა და "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე ინფორმაცია გასაჯაროვდა
მასალის გამოყენების პირობები






