მედიის, სასამართლოს თავისუფლება და პოლიტიკური ძალების ხელშეწყობა - ჩიხრაძის პრიორიტეტები
პოლიტიკა - 13:48, 12 Oct, 2015     1409
ფიქრია ჩიხრაძემ, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად დაინიშნა ქვეყნის პირველ პირს მის მიმართ გამოხატული ნდობისათვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ის ყველაფერი რისთვისაც ჩვენ 30 წლის წინ მოვედით პოლიტიკურ ასპარეზზე, ძალიან ახალგაზრდები და სავსე ვიყავით იდეალებით, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

გავიდა 30 წელი; დღეს ვართ თავისუფალი საქართველოს შვილები, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ ამ გაზაზე.

ჩემი გადაწყვეტილება, მიმეღო პრეზიდენტის შემოთავაზება, განაპირობა ასევე იმან, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არის ხელისუფლებაში ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ადამიანი, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით, დგამს ძალიან გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს.

ვფიქრობ, ეს ნაბიჯები არის წარმატებული და მომავალშიც უფრო წარმატებული იქნება, სწორედ იმისათვის, რომ შევქმნათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, სადაც სახელისუფლო შტოები იქნება მართლაც ურთიერთდაბალანსებული, შეიქმნება გარემო იმისათვის, რომ არსებობდეს თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია და არავითარი საფრთხე არ დაემუქროს მას ამ კუთხით; ასევე, არსებობდნენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დამყარებულნი იქნებიან მსოფლმხედველობაზე, ახალ იდეებზე, ახალ პოლიტიკურ ხედვებზე. ბუნებრივია, მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობად და პატივად მიმაჩნია ამ გუნდთან ერთად მუშაობა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42