„ამ გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თბილისის ქუჩებში არსებული განწყობა. დედაქალაქში მთავარობა არ არსებობს. ისინი კი ვინც თბილისის მერიაში მაღალ თანამდებობაზე არიან, სამსახურში მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ თვის ბოლოს მსუყე პრემია ან დანამატი აიღონ. შესაბამისად არ გამკვირვებია NDI - ის შედეგები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისის მერის და დედაალაქის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა“ - უთხრა „ნიუპოსტს“ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა.
ნიკა მელიას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებზე გაცილებით სუსტი და უუნაროა.
„ნარმანიას მთავრობა დედაქალაქისთვის ვერაფერს აკეთებს. ვერც ერთი თბილისელი ვერ დაასახელებს თუნდაც ერთ პროექტს, რომელიც დავით ნარმანიამ განახორციელა. წინასაარჩევნო დაპირებებიდან თუნდაც ერთი სოციალური პროექტი დაასახელონ, რომელიც დაიწყო. ნარმანიამ 1 500 ადამიანს აუხდინა ოცნება, რომლებიც თბილისის მერიაში დაასაქმა“ - განმარტა მელიამ.
NDI-ის გამოკითხულთა 36% თბილისის მერის დავით ნარმანიას მუშაობას უარყოფითად აფასებს.
კითხვაზე, როგორ აფასებთ თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობას, 12% პასუხობს, რომ კარგად, 44% - საშუალოდ, 7%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ამასთან NDI-ის მიერ გამოკითხულთა 57%-მა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ არაფერი იცის.
34% ამბობს, რომ მერიის და გამგეობების შესახებ ცოტა რამ იცის. 6%-ის თქმით, თვითმმართველი ორგანოების შესახებ ბევრი რამ იცის, ხოლო 4%-ს აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






